მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ივანიშვილი ბიზნესმენებს ჩინოვნიკების მხრიდან მათ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას აძლევს - 19 თებერვალი 2013

[მედიანიუსი] 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გარანტიას აძლევს ბიზნესმენებს, რომ მათ კერძო საკუთრებაში უკანონოდ ხელის ფათურს ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს.

პრემიერმა ამის შესახებ დღეს თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბიზნესი ხელისუფლების მიერ იმართებოდა.

„ყველამ კარგად იცის, როგორ ერეოდნენ ბიზნესის საქმიანობაში, როგორ აშანტაჟებდნენ მათ, რამდენ ბიზნესმენს მოუხდა ბიზნესის მიტოვება და რამდენი დღესაც საზღვარგარეთ იმყოფება. ეს უკვე დარეგულირებულია. იმის გარანტორად, რომ ვერცერთი ჩინოვნიკი ვეღარ გაბედავს კერძო საკუთრებაში უკანონოდ ხელის ფათურს, მე დავდგები“, _ დაჰპირდა პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს.

მან აქვე ბიზნესის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში უმთავრეს პრობლემად უმუშევრობა და სიდუხჭირე რჩება.

„ყველა პრობლემა, რომლებიც საქართველოშია, თუ გნებავთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც კი, ადამიანის დასაქმებასთან არის კავშირში. ამაში კი გადამწყვეტი როლი ბიზნესს აქვს. ამ როლის კარგად შესრულების საშუალება რომ მოგეცეთ, სახელმწიფომ ელემენტალური პირობები უნდა შექმნას“, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი განცხადებით, მას და მთელ მთავრობას ბიზნესისა და ბიზნესმენის ფასი კარგად აქვთ გაცნობიერებული.

„მეც თქვენი გზა მაქვს გავლილი და ვიცი, რაც სჭირდება ბიზნესს“, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ თუ მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში ჩაერევა, მხოლოდ იმისათვის უნდა ჩაერიოს, რომ მას ეს საქმიანობა გაუადვილოს.

„თუ რომელიმე ჩინოვნიკი გაბედავს და თუნდაც მინიშნებით შეგახსენებთ წარსულს, ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეთ“, _ დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია