მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შემუშავდა დაავადებათა ახალი ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულთა გათავისუფლება მოხდება - 20 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროების წარმომადგენლებმა საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან ერთად შეიმუშავეს დაავადებათა ახალი ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მოხდება მსჯავრდებულთა სასჯელისგან გათავისუფლება.

2013 წლის 15 თებერვალს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.

2012 წლის დეკემბერში უკვე განხორციელდა უწყებათაშორისი კომისიის რეფორმა, რომელმაც შემდგომში აღნიშნული ბრძანებით უნდა იხელმძღვანელოს. უწყებათაშორისი კომისია უკვე 3 თვეა აქტიურად მუშაობს მძიმე ავადმყოფთა სასჯელისგან გათავისუფლებისთვის. კომისიის მუშაობაში სამედიცინო პროფესიული ასოციაციებიც მონაწილეობენ.

2013 წლის 15 თებერვლის ბრძანებაში მითითებული დაავადებათა ჩამონათვალი (ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, სხივური დაავადება, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ფსიქიკური აშლილობები, ნერვული სისტემის დაავადებები, მხედველობის მოშლა და სიბრმავე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, თირკმლის დაავადებები, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ანატომიური დეფექტები, აივ ინფექცია/შიდსი, ჰემატოლოგიური დაავადებები) შეესაბამება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორს (IჩD-10), სადაც ნათლად არის განსაზღვრული დაავადებათა სტადიები და გართულებები, რომლის შემთხვევაშიც მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს, ასევე შეტანილია თვისობრივად ახალი მუხლი (მუხლი 16), რომელიც იძლევა იმ მსჯავრდებულ პაციენტთა შეფასების და გათავისუფლების შესაძლებლობას, რომელთა შემთხვევაშიც სამედიცინო ჩარევა უშედეგოა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად გაიაზროს ამ ბრძანების და ამასთანავე უწყებათაშორისი კომისიის მნიშვნელობა და არ მოხდეს მისი გაიგივება მსჯავრდებულთა გათავისუფლების სხვა მექანიზმებთან, როგორიცაა შეწყალებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიები.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად „ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ ჰუმანურად მოექცნენ“.

2013 წლის15 თებერვლის ბრძანება და უწყებათაშორისი კომისია ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია