მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნაციონალური მოძრაობა თბილისში მასშტაბური აქციის გამართვას აპირებს - 21 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილს, 16:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველ შენობასთან მასშტაბური აქციის გამართვას აპირებს.

როგორც დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნაცმოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, აღნიშნული აქციის გამართვის მიზანი მთავრობისთვის იმის შეხსენებაა, რომ საქართველოს მოსახლეობას რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება არ სურს და მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს. მერაბიშვილის თქმით, ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი ბუნდოვანი და არამკაფიოა, რომელიც ქვეყნის უკან, რუსეთის მონობისაკენ დაბრუნების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს.

ნაციონალური მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს ადამიანების ზემოხსენებულ აქციაზე მოწვევის მიზნით. მერაბიშვილმა ქვეყნის ყველა პატრიოტს, განურჩევლად მათი პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, ზემოხსენებულ აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

“საქართველო ისტორიულად ძალიან ხშირად დგებოდა გზაჯვარედინზე. უახლეს ისტორიაში საქართველო რამდენჯერმე დამდგარა განსაცდელის წინაშე და ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება. სამწუხაროდ, დღესაც დგას არჩევანის წინაშე. დღევანდელი ხელისუფლების ბუნდოვანი და არამკაფიო პოზიცია საქართველოს მომავლზე და ორიენტაციაზე ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი შევიკრიბოთ და მთავრობას ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა და ჩვენი მომავალი არ არის უკან, რუსეთთან დაბრუნება. დღევანდელ ხელისუფლებას უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი პატრიოტი, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც საქართველოს ძველ დროში დაბრუნება არ სურს. ეს იყო დრო, სადაც არ არსებობდა ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს გარანტირებული დემოკრატია და თავისუფლება ჰქონდეთ. საქართველო არ უნდა იყოს მონობაში და მისი მტრების გავლენის ქვეშ”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია