[მედიანიუსი]
მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სოციალური დახმარება 100-დან 125 ლარამდე გაეზრდებათ. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ლაპარაკია დაახლოებით 21 000 ადამიანზე. მათი დახმარების გასაზრდელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი.