მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
16 000-ზე მეტ პირს სოციალური დახმარება შეუჩერდა - 21 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სოციალური დახმარება 16 000-ზე მეტ პირს შეუჩერდა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იგი ჟურნალისტის კითხვის პასუხად გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სოციალური დახმარება 40 000 მოქალაქეს შეუჩერდა.

სერგეენკო უარყოფს 40 000-მდე მოქალაქისათვის აღნიშნული დახმარების შეჩერებას და აცხადებს, რომ მათი რიცხვი 16 000-ზე ცოტა მეტს შეადგენს.

მინისტრის განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ხსენებულ პირებს მაღალი შემოსავლები დაუფიქსირდათ, ისინი მოძრაობენ ძვირადღირებული მანქანებით და არიან სხვადასხვა ქონების მფლობელები.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია