მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სასჯელაღსრულების სისტემაში ჰეპატიტი `C`-ს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა დღემდე პრობლემად რჩება - 22 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო "ოფისში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთო ხუციშვილმა სასჯელაღსრულების სისტემაში ჰეპატიტი „C"-ს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავების თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

მათი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში ჰეპატიტი "C"-ს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა დღემდე პრობლემად რჩება. 2013 წლის სტრატეგიით, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამინისტროს ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით კონკურსის საფუძველზე შეირჩევა სამი ექსპერტი, რომლებიც პროგრამის დოკუმენტზე მუშაობას მარტის ბოლოს შეუდგებიან.

პროგრამული დოკუმენტი განსაზღვრავს თუ რამდენი მსჯავრდებულის მკურნალობა მოხდება წლის განმავლობაში, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან პაციენტები, რა სქემებით ჩაუტარდებათ მათ მკურნალობა და რა ფინანსური რესურსი იქნება საჭირო.

ექსპერტების შექმნილ დოკუმენტს განიხილავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რის შემდეგაც ის წარედგინება მთავრობას და დონორ ორგანიზაციებს დასაფინანსებლად.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველომ დღემდე არაერთი საქმე წააგო, სადაც მსჯავრდებულები ჰეპატიტის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდნენ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია