მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უგულავა ბიუჯეტის ფულს საკუთარ ნებაზე ხარჯავდა – ბიძინა ივანიშვილი - 22 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს არ ესმის, რატომ ეამაყება თბილისის მერ გიგი უგულავას ბიუჯეტის ფულის საკუთარ ნებაზე ხარჯვა.

მან ამის შესახებ ჟურნალისტებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მას საარჩევნო კამპანიის პერიოდში კამპანიის დასაფინანსებლად საკუთარი ფული არ დაახარჯვინეს, გიგი უგულავა კი ბიუჯეტის ფულს საკუთარ ნებაზე ხარჯავდა.

"მან გაჭირვებული ხალხის ფული და დენზე ნაგვის გადასახადის მიბმით ამოღებული თანხა დახარჯა. მან პასუხი აგოს კონკრეტულ კითხვებზე", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრმა ახალი მტავრობის 100–დღიანი საქმიანობის ანგარიში დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დღეს თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გააცნო.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია