მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კანონი ყველასთვის კანონია, ქვეყანაში აღარ იარსებებს ხელშეუხებელთა კასტა - კახა კალაძე - 23 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას თბილისის მერ გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ეხმაურება.

კალაძის თქმით, ქვეყანაში ხელშეუხებელთა კასტა აღარ იარსებებს.

"ძალიან ძნელია სერიოზული კომენტარი გაუკეთო ნაციონალური მოძრაობის, უგულავას უცნაურ და ლოგიკას მოკლებულ გამოსვლებს და ქმედებებებს. სამწუხაროა, რომ მათი პოლიტიკური აგონია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ხანგძლივი და მომაბეზრებელი პროცესი გახდა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო ის, რაც არაერთგზის გვითქვამს ჩვენს კოალიციას და აგრეთვე უცხოელ მეგობრებს თუ პარტნიორებს - კანონი ყველასთვის კანონია! ქვეყანაში აღარ იარსებებს ხელშეუხებელთა კასტა და სამართალი ყოველთვის იზეიმებს", - აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ უგულავას ბრალს დღეს წაუყენებენ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE