მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი: "დააკავებენ თუ არა დღეს გიგი უგულავას, მოგვიანებით გავიგებთ" - 23 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დააკავებენ თუ არა დღეს თბილისის მერ გიგი უგულავას, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 14:00 საათზე გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაბარების კომენტირებისას განუცხადა.

"გიგი უგულავა არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ის არის მაღალი თანამდებობის პირი. გამოიკვეთა სერიოზული ორი ეპიზოდი, ამასთან დაკავშირებით, მან უნდა გააკეთოს განმარტებები. მე ვიცი, რომ მას გამოძიებასთან დღეს აქვს გასაუბრება. ასე რომ, ეს ნორმალური პროცესია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე - მოხდება თუ არა დღეს გიგი უგულავას დაკავება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ამას მოგვიანებით გავიგებთ".

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია