[pirveli.com.ge]
საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, "დღეს გიგი უგულავას დაკავება არ იგეგმება".
ამის შესახებ კბილაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"მისი დაკავება რომ გვდომოდა, ეს ახლავე შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რადგან ის უკვე, ამ წუთის მდგომარებით ბრალდებულად არის ცნობილი. დღეს მას მხოლოდ ბრალდება წარედგინება პირადად, მაგრამ არ ვართ იმ აზრზე, რომ მისი დაკავება განვახორციელოთ. რამეთუ ეს ადამიანი აცხადებს მზადყოფნას, რომ იყოს ქვეყანაში და ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მას არ შეუშალოს ხელი", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას დღეს, 14:00 საათზე ბრალს "ტელეიმედის" მითვისებისა და საბიუჯეტო თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცური დაფინანსების გამო წაუყენებენ.