მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი პროკურატურა უგულავასთვის 1 მლნ ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს - 24 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, 1 მლნ ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

გარდა ამისა, თბილისის მერს ქვეყნის დატოვება ეკრძალება და კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში უნდა გამოცხადდეს.

ასევე სასამართლოში შევიდა შუამდგომლობა დავით კეზერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცურ დაფინანსებაში ედება ბრალი ბრალი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია