[მედიანიუსი]
საშინაო საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომის განცხადებით, ის დღეს საქართველოში არ იქნებოდა, რომ არა საქართველოს ერთგულება იმ პირობების შესრულებისას, რომელიც მას აქვს დადებული.
როგორც მან დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან წარმოადგინა გეგმა, რომელსაც ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
,,როგორც თავად პრეზიდენტმა თქვა, რა თქმა უნდა, აქედან საქართველო მიიღებს ძალიან ხელშესახებ ეფექტს საქართველოს მოსახლეობისთვის. მე დღეს არ ვიქნებოდი აქ, რომ არ იყოს საქართველო ესოდენ ერთგული იმ პირობების შესრულების, რომელიც მას აქვს დადებული“, _ განაცხადა სესილია მალმსტრომმა და დასძინა, რომ საქართველომ საკანონმდებლო დარგში, მრავალი მიმართულებით გასულ წელს საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.
მისი განმარტებით, სამოქმედო გეგმა არის ის გეგმა, რომელიც შეიცავს საქართველოს მიერ განსახორციელებლ სხვადასხვა მონაცემს და ეს მოთხოვნები საკმაოდ ნათლად არის ჩამოყალიბებული დოკუმენტში.
,,რა თქმა უნდა, ვიზის გამარტივების საკითხს საკმაოდ მშვიდი და განვითარებული გარემო სჭირდება და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე. ბუნებრივია, რეფორმები უნდა გატარდეს, რომ ვიზის გამარტივების საკითხი შედგეს. უნდა ვიბრძოლოთ ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ, დისკრიმინაციის კუთხით და სხვადასხვა რეფორმები უნდა განვითარდეს იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ნათელი გახდეს“,_ განაცხადა მალმსტრომმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უამრავი რამ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.