[მედიანიუსი]
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თბილისში, პარლამენტის სენობის ეზოში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"დღევანდელი დღე ქართველი ხალხისთვის არის იმ მრავალრიცხოვან დღეთა შორის ერთ-ერთი, როდესაც სიამაყე და მწუხარება ერთმანეთს ენაცვლება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი მამულიშვილები, ისეთი ვაჟკაცები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ საკუთარი თავისუფლებისთვის, მაგრამ ამ სიამაყეს ვერ გადაფარავს ის მწუხარება, რაც ამ ვაჟკაცების გარდაცვალების გამო გვეუფლება, რადგან ჩვენს ქვეყანას თავდადებული მამულიშვილები ცოცხლები სჭირდება, მათი სამსახური სჭირდება ამ ქვეყანას და არა მათი სიცოცხლე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, თავდადებული შრომით აშენოს თავისი ქვეყანა და აღარ დაგვჭირდეს ჩვენი ვაჟკაცების სიკვდილი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით უნდა შემოვირიგოთ ის ხალხი, რომლებსაც დღეს არ უნდა ერთად ცხოვრება, მაგრამ ეს უნდა მოვახერხდეს მსხვერპლის და ჩვენივე მოქალაქეების სიკვდილის გარეშე.
` 25 თებერვალს დაემთხვა, რომ დაგვიტოვეს ლეგიტიმური საფუძველი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის. ესაა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუციის აქტი და მთავრობამ, რომელმაც ვერ შეძლო თავისი ქვეყნის დაცვა, შეძლო ის, რომ ჩვენ თითქმის 100 წლის შემდეგ მყარად დავეყრდნოთ მათ მიერ ნაკეთებ საქმეს. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი მომდევნო წელი იქნება არა მარტო ჩვენი გარდაცვლილი გმირების გახსენების დღე, არამედ მათი შვილებისთვის იმის თქმა, რომ კეთდება ყველაფერი, რასაც მათ თავი შესწირეს", _ დასძინა დავით უსუფაშვილმა.