[მედიანიუსი]
ლეობორისტული პარტიის მტკიცებით, არჩევნების შემდეგ საწვავის ფასმა იმიტომ არ დაიკლო, რომ კეზერაშვილის წილები ნავთობიზნესში “ქართული ოცნების” “რუხმა კარდინალმა” გია ხუხაშვილმა გადაიფორმა და ახლა სასწვავზე დანამატი, “ნაციონალური მოძრაობის” ნაცვლად ახალი მთავრობის ყულაბაში ილექება.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, საწვავის ფასების შემცირებაზე წიანსაარჩევნო ოცნება ცრუ და ბლეფი აღმოჩნდა.
“მონოპოლიური ნავთობკომპანიები ბანდიტურად მაღალი ფასებით კვლავ ძარცვავენ ჩვენს მოსახლეობას. თუ მანამდე ამ ბიზნესიდან შემოსული ფულით სააკაშვილის მთვარობის ყულაბა ივსებოდა, ამჯერად ხალხის გაჭირვებაზე ივანიშვილის გარემოცვა ითბობს ხელს. არჩევნებამდე არსებული ნავთობ-მაფიოზის დავით კეზერაშვილის ფუნქცია ახლა ივანიშვილის რუხმა კარდინალმა გია უხაშვილმა შეითავსა. პიქსელის შენობაში ყორჩიხანივით მჯდარი ყველაფრისტი ხუხაშვილი გარდა ნავთობიზნესისა, რკინიგზასაც განაგებს. ის ადრე იყო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ახლა კი ამ საბჭოს თავმჯდომარის კონსულტანტის ფუნქცია შეითავსა და თან ალბათ კვლავ მრავალათასიანი ხელფასი დაინიშნა. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, ივანიშვილის მთავრობამ დაუყოვნებლივ დაშალოს მონოპოლიური ნავთობკომპანიების მაფია და დაპირებისამებრ რეალურად შეამციროს საწვავზე ფასები”,_ განაცხადა გიორგი გუგავამ.