[მედიანიუსი]
2013 წლის 22, 23 და 24 თებერვალს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 104 ბრალდებული/მსჯავრდებული.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 7 899-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 310-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 2, №3 დაწესებულება - 3, №5 დაწესებულება - 305) და 21-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 1, №8 დაწესებულება - 1, №11 დაწესებულება - 12, №17 დაწესებულება - 6, №18 დაწესებულება - 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.