მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მერიის დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში დასაქმებული ნაციონალების ხელფასი 5 000 ლარი იყო - 25 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ საწარმოებში ჩამოყალიბებულ სამეთვალყურეო საბჭოებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან დასაქმებულნი და მათი ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას 5 000 ლარს შეადგენს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, გასული წლის 23 ოქტომბერს ქალაქის მერის გადაწყვეტილებით სამ საწარმოში: „თბილსერვის ჯგუფში“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“, „სინათლის ქალაქში~ დასაქმებულია 36 ადამიანი.

ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მათ ხალხის დაასაქმეს, თუმცა ეს არის ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„ეს დასაქმება კი არა, ეს არის ბრძოლა თავიანთი სკამების შენარჩუნებისათვის. აღნიშნულ სამეთვალყურეო საბჭოებს ფუნქცია არ გააჩნიათ გარდა იმისა, რომ დაასაქმოს ნაციონალები. თავდაპირველად, მათი ხელფასი 2500 ლარი იყო, ახლა კი 5 000 ლარს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქი 2 მლნ 160 000 ლარს ხარჯავს მათ შესანახად. ამ თანხით კი შესაძლებელი არის 4 000-მდე ოპერაციის ჩატარება“, _ განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

როგორც მან აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობა ცხრა წელია ასეთ პოლიტიკას დასაქმებას უწოდებდნენ. უმჯობესი იქნებოდა ეს თანხები მიმართულიყო ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებაზე.

„არჩევანი ჩვენსა და ნაციონალებს შორის სწორედ ეს არის. მათ ურჩევნიათ შეინახონ თავისი პარტიული აქტივი, ჩვენ კი ეს თანხა გვსურს მოვახმაროთ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებს“, _ აღნიშნა სამუშიამ.

მან იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალა, რომლებიც დასაქმებულები არიან ზემოთაღნიშნული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში, მათ შორის არიან ყოფილი პარლამენტარები: ეკა ხერხეულიძე, ხათუნა ოჩიაური, ლევან თარხნიშვილი, აკაკი სეფერთელაძე, რუსუდან კერვალიშვილი, კობა ხაბაზი, გიორგი ასანიძე, გიორგი სანებლიძე და სხვები.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია