[მედიანიუსი]
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას აღმკვეთი ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა. გარდა ამისა, პროკურატურის მოთხოვნით, უგულავას ქვეყნის დატოვების უფლება არ უნდა ჰქონოდა და კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში უნდა გამოცხადებულიყო.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს, რომელიც ,,ტელეიმედის” საქმესთან დაკავშირებით არის ბრალდებული, ამ შემთხვევაში სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კეზერაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით ნაციონალური მოძრაობის თვალთმაქცურ დაფინანსებაში ედება ბრალი.
გიგი უგულავას საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 10 აპრილს გაიმართება.