მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დოკუმენტები
22 აპრილი 2015
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
   
09 მარტი 2013
ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია
1979 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია. იგი, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაში შევიდა 1981 წლის 3 სექტემბერს მას შემდეგ, რაც მეოცე ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიცირება, კონვენციის მეათე წლისთავისათვის, რომელიც 1989 წელს აღინიშნა, თითქმის ასმა სახელმწიფომ გამოხატა თანხმობა დაეცვათ მისი დებულებები.
   
09 მარტი 2013
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია
წინამდებარე კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა ხანგრძლივმა ფიზიკურმა, მენტალურმა, ინტელექტუალურმა და სენსორულმა დარღვევებმა დამატებით ბარიერებთან ურთიერთქმედებაში შესაძლოა შეაფერხოს მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობა.
   
22 ივლისი 2012
ბავშვის უფლებათა კონვენცია
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
   
22 ივლისი 2012
კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ
ამ კონვენციის მიზნებისათვის განსაზღვრება "წამება" ნიშნავს ნებიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს და ზნეობრივ, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ცნობები ან აღიარება, დასაჯონ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა ან რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი ან ნებისმიერი მიზეზით, რომელსაც საფუძვლად უდევს ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაცია, როცა ასეთ ტკივილსა და ტანჯვას აყენებს სახელმწიფოს თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან მათი წაქეზებით, ნებართვით და მდუმარე თანხმობით. ამ განსაზღვრებაში არ იგულისხმება ტკივილი და ტანჯვა, რომლებიც წარმოიშვება მხოლოდ კანონიერ სანქციათა შედეგად, ამ სანქციათა განუყოფელი ნაწილია ან შემთხვევით არის მათგან გამოწვეული.
   
22 ივლისი 2012
საერთაშორისო პაქტი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების შესახებ
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების, მათი თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება არის თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძელი.
   
22 ივლისი 2012
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდარებულ ტერიტორიათა ხალხებში.
   
21 ივლისი 2012
კანონი დევნილთა შესახებ
დაუშვებელია დევნილთა რაიმე სახის დისკრიმინაცია მათ მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, ასევე იმ მიზეზით, რომ ეს პირები იძულებით არიან გადაადგილებულები.
   
1 2
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია