მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
15 სექტემბერი 2021
საქართველოში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია - ცესკო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.
   
14 სექტემბერი 2021
საოკუპაციო რეჟიმმა გალის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღება აკრძალა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი
"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს. მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად".
   
14 სექტემბერი 2021
პირველმა 160-მა გამარჯვებულმა ჯამში 20 000 ლარი მოიგო - „აიცერი და მოიგე“
გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოში აცრილი ყველა ვაქცინირებული მოქალაქე. STOPCOVID ლატარიის გათამაშების ბილეთებს (ელექტრონული სახით) აცრილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ ავტომატურად მიიღებენ. პირველი აცრის გაკეთებისთანავე, ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს ყველა გათამაშებაში.
   
13 სექტემბერი 2021
ევროპაში ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს - გიორგი გახარია
"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე. იმისთვის, რომ არავის მივცეთ ასეთი სპეკულაციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს, უფრო სწორად, არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გუნდთან თათბირის შემდეგ გადავდგამთ ნაბიჯს, დავკარგავთ საარჩევნო კამპანიისთვის ერთ მნიშვნელოვან დღეს და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. როგორც ვიცით, ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში და რა თქმა უნდა, იქნება საჯარო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
   
13 სექტემბერი 2021
უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება - ნინო ლომჯარია
„ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ეს არის ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გასაჩივრებული გვაქვს მოსმენების დღევანდელი მექანიზმი, სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო კონტროლი. უკვე არაერთი შემთხვევა ყოფილა, მათ შორის მედიის მიერ გავრცელებული ფაქტები".
   
10 სექტემბერი 2021
მომავალ წელს დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და გადავალთ კოალიციურ მართვაზე - მამუკა ხაზარაძე
„მინდა, ხმამაღლა ვუთხრა ყველას, 2 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი დღე. ამ დღეს ხალხი დაამთავრებს 30-წლიან ერთპარტიული მმართველობას საქართველოში. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ მომავალ წელს აუცილებლად დაინიშნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები და ჩვენ გადავალთ ევროპული ტიპის კოალიციურ მართვაზე".
   
10 სექტემბერი 2021
სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა განაცხადების მიღება დაიწყო - განათლების სამინისტრო
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება დაიწყო ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ელექტრონულ ფორმატში განაცხადების გაკეთება შესაძლებელი იქნება 2021 წლის 10 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის 18:00 საათამდე შესაბამის პორტალზე.
   
09 სექტემბერი 2021
განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის ფაქტების შესახებ - ცესკო
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებზე მიმდინარეობს უპრეცედენტო ზეწოლა. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად დააზიანონ საარჩევნო პროცესი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია