მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჟურნალისტური გამოძიება
18 ივნისი 2022
არც ,,ქაფჩა”, არც ,,ტაჩკა” ანუ ვის ერგო დუშეთის ბიუჯეტიდან 157 ათასი ლარი?
ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ვიკვლევდით და პრესაში ვაქვეყნებდით თურქეთისა და საქართველოს მოქალაქის, გოქსელ გენჩისა და მისი კუთვნილი კომპანიის ,,გენჩ ინშაათის” სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აგრეთვე დავადგინეთ, გოქსელ გენჩის ქმედების ხელწერა, ,,სპეციფიკური სახე”, ე.წ. ,,მოდუს ოპერანტი”, გოქსელ გენჩი საკუთარი კომპანიის გამოყენებით მონაწილეობას იღებს საქართველოში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში, რომლებშიც აფიქსირებს დაბალ კონკურენტულ ფასს, ამავდროულად წარადგენს ყალბ დოკუმენტაციას და ტენდერის მოგების შემთხვევაში, ცდილობს სატენდერო თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის მისაკუთრებას.
   
04 აპრილი 2016
რატომ გამოიყენა პროკურატურამ და სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ყალბი დოკუმენტი?
გარდაბნის რაიონის სოფელ ნაგების მკვიდრი ვაჩე ოჩიაური ამბობს, რომ დედასთან ერთად უკანონო სამართლებრივი გადაწყვეტილებების მსხვერპლია. მისი თქმით, 2011 წლის დეკემბერში პროკურატურამ ოჯახს მუქარითა და შანტაჟით უძრავი ქონება გააჩუქებინა, - ხოლო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი საჯარო რეესტრის ყალბ დოკუმენტზე დაყრდნობით გამოიტანა. ჩვენი რესპონდენტი პროკურატურისგან საქმის გადახედვას და კუთვნილი ქონების დაბრუნებას მოითხოვს.
   
29 მარტი 2016
რატომ არ რეაგირებს პროკურატურა საქმეზე, სადაც თაღლითობის ნიშნები იკვეთება?
ქალბატონმა მედა ქორიძემ, წლების წინ, 20 ათასი დოლარი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გაასესხა. მაშინ ხელშეკრულებები საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებიათ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ქონება სხვა პიროვნებაზე მინდობილობით, მართვის უფლებით ყოფილა გადაცემული. გამსესხებელმა სრულად ვერც კუთვნილი პროცენტები მიიღო და ძირის თანხაც წლების განმავლობაში ვერ დაიბრუნა. ქალბატონი მედეა თაღლითობის შემთხვევაზე საუბრობს და საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უუნარობაზე ამახვილებს ყურადღებას.
   
28 მაისი 2015
რას ერჩის რკინიგზის ადმინისტრაცია საკუთარ თანამშრომლებს?
შარშან, დეკემბრის დასაწყისში, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა ფართომასშტაბიანი გაფიცვა წამოიწყეს და ადმინისტრაციასთან კონკრეტულ მოთხოვნებზე შეთანხმებას მიაღწიეს. სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, ერთი პუნქტის გარდა, დარგის ხელმძღვანელობამ დანაპირები არ შეასრულა. პირიქით, ღვაწლმოსილი თანამშრომლები სისტემიდან იმის გამო გაუშვეს, რომ ისინი ახალი (დამოუკიდებელი) პროფკავშირების წევრები არიან და საპროტესტო გამოსვლაში აქტიურად მონაწილეობდნენ.
   
1 2
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია