მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
28 ივნისი 2016
ონკოლოგთა ასოციაცია: წელიწადში 10 000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად გვეღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით
„საქართველოს ონკოლოგთა ასოცოიაცია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის წევრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის დროულად გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება, რის გამომწვევ მიზეზად თამბაქოს ასახელებენ.
   
27 ივნისი 2016
მთავრობა მოქალაქეს ნაკვეთამდე მისასვლელ გზას კანონდარღვევით არ აძლევს
მოქალაქე ლაშა ბრეგვაძის განცხადებით, 2007 წლის დეკემბერში მას ზეწოლის ქვეშ ბიძინა ივანიშვილისთვის (ფრაგული სკოლის ასაშენებლად) კერძო ტერიტორიის გადაცემა აიძულეს. მოგვიანებით ბრეგვაძეს მის კუთვნილებაში დარჩენილი მიწაც მოსთხოვეს, რაზეც უკვე კატეგორიული უარი განაცხადა. ჩვენი რესპონდენტი საბავშვო-გასართობი ცენტრის მოსაწყობად მთავრობას სთხოვს, რომ მის ტერიტორიამდე მისასვლელი გზა მისცეს, რაზეც დღემდე ამ სიტყვებით უარს ეუბნებიან, - მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ.
   
22 ივნისი 2016
მარწმუნებელი ადვოკატს ინტერესების დაუცველობაში ადანაშაულებს
ქალბატონი მანანა ჭელიძე მართლმსაჯულებას უჩივის. მისი თქმით, ინვესტორთან სასამართლო დავისას ადვოკატი მეორე მხარეს გადასახდელ თანხაზე ისე მოურიგდა, რომ ამის შესახებ ბოლო გადაწყვეტილება მარწმუნებელს არ შეატყობინა. მისივე შეფასებით, შედეგი მოსამართლეების არაკვალიფიციურობითაც არის გამოწვეული.
   
21 ივნისი 2016
„მოხედეთ ხაშურს, სანამ ამ რაიონში აჯანყება არ დაწყებულა“
ჩვენი ხაშურელი რესპონდენტი ზაზა მეხრიშვილი აცხადებს, რომ რაიონში სასიკეთოდ არაფერი იცვლება და მმართველი კლანი ისევ საკუთარ თავისა და სანათასეაო-საახლობლოს კეთილდღეობაზე ზრუნავს. ის ხელისუფლებას, პრემიერს მოუწოდებს, რომ ხაშურის პრობლემებს დროულად ყურადღება მიაქციონ.
   
15 ივნისი 2016
სასამართლო, პროკურატურა და საჯარო რეესტრი დანაშაულს ფარავენ?
"კორუმპირებული და უპასუხისმგებლო თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამართალდამცავთა სისტემა, მრავალი წელია, საზოგადოებაში სრულ უნდობლობას იწვევს. მაგრამ მაინც არიან ისეთი პიროვებები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო არ არის ჩალით დახურული, რომ კანონი უზენაესია და უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად. ჩემი მამა გერმანულ ფაშიზმს ებრძოდა და გაიმარჯვა, მე კი ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ ვიბრძვი", - აცხადებს "ქრონიკა პლუსთან" ინტერვიუში ქალბატონი მანანა რისბერგი.
   
10 ივნისი 2016
რატომ გადაუჭრეს კოდაში მცხოვრებ დევნილებს ბუნებრივი აირი?
კოდის ე.წ. სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ადგილობრივი პოლიციის დახმარებით ბუნებრივი აირი ჩაუჭრეს. მათ "ძველ დავალიანებას", ყოველთვიურ 15 ლარს ედავებიან, რომლის გადახდაზეც დევნილები უარს ამბობენ. მათი შეფასებით, კომპანიის მხრიდან ეს ნამდვილი რეკეტია, რადგან აღნიშნული დავალიანების წარმოშობას ისინი ვერანაირი დოკუმენტაციით ვერ ადასტურებენ. დევნილები შესაბამის სტრუქტურებს დახმარებისკენ მოუწოდებენ, ხოლო პროკურატურას გაზის უკანონოდ ჩაჭრაზე სამართლიან რეაგირებას სთხოვენ.
   
01 ივნისი 2016
რა მიზეზით აღიგავა მიწისაგან პირისა ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი?
თავის დროზე, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთ-ერთი საუკეთესო უმაღესი სასწავლებელი იყო. მერე ისე გააუქმეს, რომ ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის არაფერი უკითხიათ. კათედრის გამგე აკაკი ცივაძე 10 წელზე მეტია პროკურატურისაგან მოითხოვს, სამართლებრივი პასუხი გაეცეს კითხვას: რა მიზეზით აღიგავა მიწისაგან პირისა, ქვეყანაში ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი? მისივე შეფასებით, ამ მოთხოვნაზე ადეკვატური რეაგირება არ არის.
   
30 მაისი 2016
ევროპას გავუსწარით - საქართველოს გზებზე წელიწადში ექვსასზე მეტი ადამიანი კვდება
გზა სიცოცხლეა, რომელიც საქართველოში არცთუ იშვიათად სიკვდილით მთავრდება. ამას ბოლო წლების ტრაგიკული სტატისტიკა ადასტურებს. გზებზე გამოწვეული სიკვდილიანობითა და დაშავებით უკვე ევროპაში პირველ ადგილზე გავედით. ის დროა, განგაშის ზარები შემოვკრათ და ყველა პასუხმგებლიანმა მხარემ ერთად ვიმუშაოთ პრევენციაზე.
   
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE