მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა (1569992) მიიღო მონაწილეობა - 21 ოქტომბერი 2017

კახა კალაძე 54%, ზაალ უდუმაშვილი 16%, ალეკო ელისაშვილი 15% - "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლები საბოლოო შედეგები

ufleba.ge

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა (1569992) მიიღო მონაწილეობა. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 43.4%. საღამოს 8:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

როგორც ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 20:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 43.31%.

დღეს, ცესკოს სატალეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მთელი დღის განმავლობაში, დილის 07:00 საათიდან საღამოს 8:00 საათამდე შემოვიდა 1 468 ზარი და 134 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.

20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს; ისინი მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაითვალონ სამი სახის ბიულეტენები და შესაბამისად შეადგინონ 3 შემაჯამებელი ოქმი.შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა მოხდება ცესკოში არსებულ შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეყავთ.

ამასთან, შეგახსენებთ ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით არის შესაძლებელი ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, facebook-გვერდზე და Youtube-ზე“ - განაცხადა ცესკოს პრეს სპიკერმა.

მან საზოგადოებას ასევე გააცნო ინფორმაცია საჩივრების შესახებ: საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი. (ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში). საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის  საჩივრები, რომელიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, საჭიროებს შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია პროცედურული ხარვეზების შესახებ

- ჭიათურის ოლქის N45- საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ასეთი ფაქტი: გადასატანი ყუთის სიაში ფიქსირებული იყო 16 ამომრჩეველი. წილისყრით გამოვლენილი კომისიის ორმა წევრმა ყველა ამომრჩეველს მისცა ხმის მიცემის საშუალება, თუმცა, ამის შესახებ ხელმოწერები არ დაუფიქსირებიათ სიის შესაბამის გრაფაში. აღნიშნულის გამო ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

მარნეულის 31- უბანზე შესულია 3 საჩივარი, ერთ-ერთი შეეხება შემდეგ საკითხს - მდივანი დროულად არ ატარებდა რეგისტრაციაში წარმომადგენლების შესვლა-გასვლას ჩანაწერთა წიგნში; მეორე საჩივარი მარკირების პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო მესამე საჩივარი - აღნიშნულ უბანზე ამომრჩევლების მხრიდან აგიტაციას, - რაც არ დასტურდება.

მარნეულის 51- უბანზე ერთი საჩივარი შეეხებოდა გადასატანი ყუთის ლუქის დაზიანებას, ეს ხარვეზი ადგილზევე აღმოიფხვრა.

74- უბანზე ამომრჩეველს რეგისტრატორმა პირადობა არ მოსთხოვა.

18- უბანზე ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა და ასევე ერთ-ერთ ამომრჩეველს ფარანი არ დაანათეს. ასევე არ დასტურდება ინფორმაცია ისნის მე-60 უბანზე ბიულეტენების გადამალვის შესახებ და საბურთალოს 86- უბანზე არ დაკარგულა ბიულეტენები.

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცნობილია. ორგანიზაციამ კვლევა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

არსებული მონაცემებით, პირველ ადგილზეა 54%-ით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 16% "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატი "ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 15% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.

„ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარია 7%,  „პატრიოტთა ალიანსი“ ირმა ინაშვილი -3 %. „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა - 2%. გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველო -2%. „ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი 1%.

ქუთაისის მერობის კანდიდატებიდან „ედისონ რისერჩის“ კვლევის საბოლოო მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს აქვს. პირველ ადგილზეა "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 56%-ით, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 26% მიიღო.

ეგზიტპოლების მიხედვით, მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, დავით გოგისვანიძე 8%-ით.

"დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა, გიორგი წულაიამ - 7% დააგროვა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა გრიგოლ ბახტაძემ 3%, "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატმა სამსონ გუგავამ 2%, ხოლო „ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, ზვიად ბაღდავაძემ 1%.

რაც შეეხება პარტიულ მონაცემებს - „ქართული ოცნება“ 58%, „ნაციონალური მოძრაობა“ 17%, „ევროპული საქართველო“ – 9%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5%.

ეგზიტპოლის მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში პარტიებიდან ხმების ყველაზე დიდი ნაწილი, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 58%.

მეორე ადგილზე „ენმ“ გავიდა  - 22 პროცენტით.

„ევროპულ საქართველოს“ კი ქუთაისის ამომრჩეველთა 10-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერა კი „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. 

https://www.youtube.com/watch?time_continue=7&v=Gk_zUOe0pQ4

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია