მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ეკონომიკის სამინისტრო წართმეული ბინის სანაცვლოდ როლანდ ბლადაძეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას გადასცემს - 12 ივნისი 2018

ufleba.ge

უზენაესი სასამართლოში სახელმწიფოსთან დავა (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და 2007-2016 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის სახით) მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე, სამმხრივი მორიგების აქტის საფუძველზე დასრულდა, რასაც საკასაციო სასამართლომ სტორიული შეთანხმება და ფაქტი უწოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15 მარტის განჩინება (მოსამართლეები: მერაბ ლომიძე (თავმჯდომარე), თეა ძიმისატარაშვილი, ამირან ძაბუნიძე) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლოს ახალი განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აიღო ვალდებულება, სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 262.39 კვ. უძრავი ქონება, მდებარე . თბილისი, ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) . N72-ში, მე-3 სექცია, მე-12 სართული, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცემა როლანდ ბლადაძეს.

2018 წლის 11 ივნისის განჩინებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის მიერ დარღვეული იქნება წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული რომელიმე ვალდებულება, მხარე, რომლის მიმართაც დაირღვა ეს ვალდებულება, უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს ვალდებულების აღსრულებასააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როლანდ ბლადაძე უფლებამოსილია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მიმართოს სასამართლოს.

დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული სახლი . ბათუმში დღევანდელი საბაზრო ღირებულებით, შეფასდა 497,459 ლარად. ამასთან, სახელმწიფოს მიერ როლანდ ბლადაძის მიმართ გადასაცემი უძრავი ქონება . თბილისში, ამავე დასკვნის თანახმად, დღევანდელი საბაზრო ღირებულებით შეფასებულია 399,866 ლარად.

სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, როლანდ ბლადაძეს სრული უფლება რჩება, სახელმწიფოს მიმართ გააგრძელოს ახალი დავა, რომელიც ეხება უკანონო სისხლის სამართლებრივი პროცესიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით ჩამორთმეული და გადასაცემი ქონებების ფასთა სხვაობას შორის.

2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, როლანდ ბლადაძემ უარი განაცხადა მხოლოდ წარმოებული დავის საგნის ირგვლივ ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმის განმხილველი პალატის შეფასებით, დღევანდელი სახელმწიფოს მიერ წარსული ჩადენილი გადაცდომების აღიარება, მოქალაქის ინტერესების დაცვა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაზარალებული ოჯხის მიმართ გადაცემა, სახელმწიფოს ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მაგალითია.

ახალგაზრდა ადვოკატებისხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძემ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნაბიჯი გადადგა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღო სწორი გადაწყვეტილება. როლანდ ბლადაძის თვითმიზანი არ ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის ევროსასამართლოში გაგრძელება ან საქართველოს სახელმწიფოს იმიჯის ხელყოფა, თუკი ევროსასამართლოში დავას გააგრძელებდა გიორგი პაპუაშვილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებამ საკადრისი პასუხი გასცა, როგორც აღმასრულებელი, ასევე სასამართლო ხელისუფლების უკანონო მოქმედებებს, რომელიც ქონების ჩამორთმევის და შემდგომი განკარგვის, ცალკეული მოსამართლეების მიერ სისტემური დანაშაულის საქმეზე მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს ეხებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინება არ ცვლის ობიექტურ სინამდვილეს - გიორგი პაპუაშვილი კვლავ ჩამორთმეულ სახლში ცხოვრობს. აჭარის / პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებით, როლანდ ბლადაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, გაუქმდა დაპატიმრებისა და ძებნის ბრძანებები. დადგინდა, რომ დანაშაული, რომლის საფუძველზეც როლანდ ბლადაძეს ქონება ჩამოერთვა, ჩადენილი არ ყოფილა. მოცემულ შემთხვევაში, როლანდ ბლადაძე გიორგი პაპუაშვილთან მოლაპარაკებების პორცესს იწყებს, რომლის მიზანია საცხოვრებელი სახლების გაცვლის პროცესი. დაზარალებული ოჯახი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, მორალურ გადაწყვეტილებას მიაღწევენ.

ცნობისთვის: საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმეზე სხდომები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქმე პრეცედენტული დავის სტატუსით, დასაშვებად სცნო. საქმიდან 2017 წლის 20 ივნისსა და 8 სექტემბერს თვითაცილება განაცხადეს მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა სილაგაძემ. მანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმიდან აცილებულ იქნა განმხილველი პალატა მოსამართლეების: გიორგი გოგიაშვილის, ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის შემადგენლობით. დადგენილია, რომ როლანდ ბლადაძის საქმე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, 2004-2018 წლებში, სულ 42 მოსამართლემ განიხილა.

როლანდ ბლადაძის საქმე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა: ნინო ბაქაქურმა (თავმჯდომარე მოსამართლე), ზურაბ ძლიერიშვილმა და ბესარიონ ალავიძემ განიხილეს. მათი მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის შედეგად, საქმეზე შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაც.

2014 წლიდან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, საქმეზე ადვოკატირების პროცესი „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაიწყეს. როლანდ ბლადაძის ინტერესების დაცვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა შეძლო, რომელმაც საქმეს უწოდა - სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია