მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? - 18 ივლისი 2018

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა - აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი

გელა მამულაშვილი

599455026

ბოლო ათწლეულების კატაკლიზმებმა ქართული საზოგადოება დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. . . გარდამავალი პერიოდი დაუსრულებლად გაგრძელდა, როდესაცველური კაპიტალიზმისასმხოლოდამა ქვეყნის ძლიერნიგადარჩებოდნენ. ამ პირობებში ყველაზე დაუმსახურებელი და ძლიერი დარტყმა დაუცველმა ფენებმა, მათ შორის, ჩვენმა ბავშვებმა, არასრულწლოვნებმა მიიღეს.  

შიშველისტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. მთავარი პროკურატურის ბოლო მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით, არასრულწლოვნების მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის სტატისტიკამ 2017 წელს მოიმატა. საუბარია მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაზე. პროკურატურისვე ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნა შარშან 174 არასრულწლოვნის წინააღმდეგ დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროც აღიარებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორის მიუხედავად, დანაშაულის პრევენცია სამართალდამცველებისთვის გამოწვევაა. ამ მიზნით შსს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე მიუთითებს; პასუხისმგებლობას იზიარებს როგორც საგანმანათლებლო სისტემასთან, ასევე აღნიშნავს, რომ მანდატურების ინსტიტუტიც დასახვეწია.

ამღვრეული მდინარის სათავეებთან

(სახელები შეცვლილია)

მურთაზ . პირველად 14 წლისა დააპატიმრეს. 90-იანების დასაწყისის . . პრობლემური ოჯახიდან პირდაპირ ჭუჭყიან საკანში მოხვდა. მას შემდეგ კიდევ ორჯერ მოიხადა სხვადასხვა მუხლით სასჯელი. ბოლოს ციხიდან 2008 წელს გამოვიდა ისე, რომ საერთოდ აღარ ახსოვდა, „თავისუფლებაზეროგორ უნდა ეცხოვრა. ხელობისადმი მიდრეკილებამ გადაარჩინა, რომ სტაჟიან რეციდივისტად არ ჩამოყალიბებულიყო:

თავიდან არასრულწლოვნებში რომ მოვხვდი, . . მაყურებლად დამნიშნეს. ჭკუა დიდად არ მებადა, მაგრამ ფიზიკურად სხვებზე ძლიერი ვიყავი. კარგი ცხოვრება არც ოჯახში მქონია და მაშინ დიდ განსხვავებასაც ვერ ვხედავდი, სად უფრო უკეთესად ვიქნებოდი. ისედაც ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა იქვე დამენგრა. მერე რაღაც უაზრობებზე კიდევ ორჯერ მოვიხადე სასჯელი, რადგან გამოსვლის შემდეგ ისევ ციხეში, ხშირად უარესში მეგონა თავი.

მობილურმა ტელეფონებმა სულზე მომისწრო. შეკეთებისადმი ინტერესი რომ არ მქონოდა, ალბათ, 2008 წლის მერეც ხელის აუკანკალებლად შემაბრუნებდნენ. ნებისმიერი ადამიანი ცოდოა ციხეში და, მით უმეტეს, ჩემნაირი არასრულწლოვანი. ნათქვამია, ბავშვობის ერთი მზიანი დღე მთელ დანარჩენ ცხოვრებას უტოლდებაო და როგორია, დღე კი არა, წლები ცხრაკლიტურში გაატარო. პატარაობიდან კოშმარების მეტი არაფერი მომყვება. სიფხიზლისას ჩემზე კარგი ბიჭი არავინაა (ასე მეუბნებიან), მაგრამ როცა დავთვრები, მე აღარ ვარ მე“.  

მერაბ . იხსენებს: „11 წლის ვიყავი, დედა რომ სიმსივნით გარდამეცვალა. მანამდე კერძო სკოლაში დავდიოდი, წრეებზეც, ყველაფერი მქონდა. მამაც მყავს და ბებიაც, მაგრამ უდედოდ გამიჭირდა. ვალების გამო ბინა გასაყიდი გაგვიხდა, ახლა ნაქირავებში ვცხოვრობთ. მეგობრები ქუჩაში გავიჩინე და დალევა დავიწყე. მთვრალი რომ მივდიოდი, ჩემები მიბრაზდებოდნენ და მეც ისევ გარეთ გამოვრბოდი. 12 წლის ვიყავი, მეგობართან ერთად რომ წავედი საქურდლად“.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა - აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს სსიპდანაშაულის პრევენციის ცენტრიახორციელებს. პროგრამის შედეგად 14-დან 21 წლამდე ასაკის 2733 ახალგაზრდა სისხლისსამართლებრივ დევნას განერიდა. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპდანაშაულის პრევენციის ცენტრისსაქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე.

განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მხოლოდ 9%-მა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული, რაც საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის გათვალისწინებით წარმატებული შედეგია. ცნობისთვის: პროგრამა წარმატებულია, თუ რეციდივის მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლებია“, _ აღნიშნულია ცენტრის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ განმარტებაში.

ისტორია #1

(განრიდებული არასრულწლოვანი)

2017 წლის 24 ივლისს (თარიღი შეცვლილია) . თბილისში, წერეთლის გამზირის (მისამართიც შეცვლილია) მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას 16 წლის არასრულწლოვანმა გაუფრთხილებლობით ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი ავტობუსის უკანა საქარე მინა დააზიანა.

განრიდების პროგრამაში ყოფნის პერიოდი:

განრიდების პროგრამაში ჩართვის პერიოდში, სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, განრიდების ხელშეკრულება 6 თვის ვადით შედგა. ხელშეკრულებაში შევიდა რეკომენდაციის სახით მომზადებული შემდეგი პირობები:

ჩაერთოს ხელშეკრულების ვადის მანძილზე განხორციელებულ მოხალისეობრივ ღონისძიებაში;

ჩაერთოს სარეაბილიტაციო პროგრამაშიდანაშაულის გაცნობიერება“;

ჩაერთოს სარეაბილიტაციო პროგრამაშიჯანსაღი ცხოვრების წესი“;

მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტშიელექტრონული წიგნი მოგზაურებსა და დიდ აღმოჩენებზე“.

განრიდების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არასრუწლოვანი, თავდაპირველად, ნაკლებ ინტერესს იჩენდა, მონაწილეობა მიეღო სოციალური მუშაკის მიერ მითითებულ აქტივობებში. მისივე თქმით, არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას. თავდაპირველად, რამდენჯერმე შეხვდნენ ინდივიდუალურად არასრულწლოვნის მოტივაციის ასამაღლებლად, რაც წარმატებით განხორციელდა.

საანგარიშო პერიოდში არასრულწლოვანი ჩაერთო სარეაბილიტაციო პროგრამაშიდანაშაულის გაცნობიერება“. ინდივიდუალური სესიები გაიარა სოციალურ მუშაკთან. მოზარდის გადმოცემით, შეძლო მიეღო ინფორმაცია და სხვადასხვა კუთხით შეეხედა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის, _ რა შეიძლება იდგეს ამ ქმედების უკან? ვის ადგება ზიანი? რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედება როგორც კანონდამრღვევისთვის, ასევე დაზარალებულისთვის? ასევე ყურადღება გაამახვილა მედიაციის შეხვედრასა და მის მნიშვნელობაზე.

არასრულწლოვანი 2017 წელსვე (თარიღი პირობითია) ჩაერთო სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტშიელექტრონული წიგნი მოგზაურებსა და დიდ აღმოჩენებზე“. პროექტის მიმდინარეობის დროს გაეცნო დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს. ასევე, მოიძია, წაიკითხა და შეარჩია წიგნში შესატანი ტექსტები, გაიუმჯობესა კომპიუტერული უნარები. საანგარიშო პერიოდში ოთხჯერ ჩაერთო მოხალისეობრივ აქტივობაში, ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის საქმიანობაში. განსარიდებელი ეხმარებოდა უფასო სასადილოს პერსონალს ბენეფიციარების გამასპინძლების პროცესში, პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

აღნიშნული აქტივობა დაეხმარა სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებაში. გაიარა სარეაბილიტაციო პროგრამაჯანსაღი ცხოვრების წესი“. საანგარიშო პერიოდში ჰქონდა საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი, ნაკლებ დროს ატარებდა ქუჩაში. შემცირდა სარისკო ქცევებში მონაწილეობის მიღება. არასრულწლოვანი დადებითად აფასებს მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. აქვს ახალი ინტერესები, რომელიც ოჯახის დახმარებასა და პროფესიულ განათლებას ეხება.

მედიაციის სახლი, სადაც არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარების შესაძლებლობა აქვთ

2014 წელს იუსტიციის მინისტრმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მედიაციის სახლი გახსნა, რომელიც სსიპდანაშაულის პრევენციის ცენტრისბაზაზე ფუნქციონირებს. აღნიშნულ სახლში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გარდადანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველოფუნქციონირებს. სამმართველოს ფუნქციად სოციალურად შეჭირვებული, ასევე რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება განისაზღვრა. მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილებს, ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. 2014-2017 წლებში მედიაციის სახლის სერვისებით 1286-მა არასრულწლოვანმა ისარგებლა. ამათგან 228 ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე, მიუსაფარი ბავშვია. სერვისები ბენეფიციარების საჭიროებების მოგვარებასა და არაფორმალურ განათლებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დახმარებით დანაშაულის პრევენციის ცენტრმა და შპსანტრე 2008“- ერთობლივი პროექტი 2017 წლის მარტში დაიწყო. მისი მიზანი მედიაციის სახლის ბენეფიციარების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფაა. 12 თვის განმავლობაში სერვისით მედიაციის სახლის 19 ოჯახის 46-მა ბენეფიციარმა ყოველკვირეულად (კვირაში ორჯერ) ისარგებლა, რომლებსაც ჯამურად 42 ათას ლარზე მეტი ღირებულების საკვები პროდუქტი უფასოდ გადაეცათ.

ისტორია #2

(მიუსაფარი მოზარდი)

. ., 15 წლის. მცირე ასაკიდან დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა ქუჩაში, . . ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სეზონის შეუსაბამოდ შემოსილი და გამუდმებით ჰიგიენის პრობლემების მქონე. ამავე ტერიტორიაზე დედა მწვანილს ყიდდა, დახლთან ახლოს კი . . სისტემატურად ითხოვდა თანხას გამვლელებისგან. ..- 13 წლის განმავლობაში არ იცოდა მისი ნამდვილი გვარი. პირადი დოკუმენტაცია, მისთვის უცნობი მიზეზის გამო, არ გააჩნდა (მოქალაქის დაბადების დამადასტურებელი მოწმობა და პირადი ნომერი). ამჟამად . . იუსტიციის სამინისტროს სსიპდანაშაულის პრევენციის ცენტრისბენეფიციარია. დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველოს აქტიური მუშაობის შედეგად განისაზღვრა ბავშვის საჭიროებები და გაეწია შესაბამისი მომსახურება:

- მოძიებულია ინფორმაცია დედის შესახებ;

- დადასტურდა მისი საქართველოში დაბადების ფაქტი;

- დედის პირადი დოკუმენტაციის მოძიებისა და მოწმეების ჩართულობით შესაძლებელი გახდა ბავშვის დაბადების მოწმობის დამზადება;

- ბავშვის მიმართ არასათანადო ზრუნვის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა;

- ჩაირიცხა საჯარო სკოლაში და მიიღო მოსწავლის სტატუსი;

- მონაწილეობს მედიაციის სახლში გამართულ აქტივობებში (არაფორმალური განათლება და სხვ.).

ისტორია #3

(მიუსაფარი მოზარდი)

. ., 15 წლის.

.-ის მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ამჟამად ცხოვრობს თბილისში. . და მისი და-ძმა ხშირად აგროვებდნენ ჯართს, ასევე ვაჭრობდნენ წვრილმანი ნივთებით. . . სწავლობს სკოლაში, ამავდროულად, ეუფლება მამაკაცის სტილისტის პროფესიას და გატაცებულია ფოტოგრაფიით. ოცნებობს გახდეს წარმატებული ფოტოგრაფი.

ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველომ უზრუნველყო მისი ჩართვა პროექტშიქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა იდენტიფიცირებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა“, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. . . წარმატებით დაეუფლა ფოტოგრაფიისთვის საჭირო უნარებს, მოგვიანებით კი, „დანაშაულის პრევენციის ცენტრისმხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა სპონსორის მოძიება, რომელმაც .- პროფესიონალური ფოტოაპარატი შეუძინა. ცენტრი აგრძელებს .-ის მხარდაჭერას პროფესიონალ ფოტოგრაფად ჩამოყალიბებისა და მისი ამ კუთხით დასაქმების თვალსაზრისით.

2015 წლიდან დღემდე დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველოში . . აქტიურად  ერთვება სხვადასხვა სერვისში. კერძოდ: ზღაპართერაპია; ფილმების ჩვენება მედიაციის სახლში; გასართობი აქტივობებითბილისის ასტრა პარკში“; პიროვნული უნარების განვითარების ტრენინგი; „ანაკლიის ბანაკი“; ექსკურსიები ქალაქგარეთ; მიუსაფარ ბავშვთა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა; ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის კოორდინებული, ინდივიდუალური მომსახურება ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

ეს ისტორიებიცდანაშაულის პრევენციის ცენტრმამოგვაწოდა.

მიხეილ რამიშვილი _ კარგი შედეგის მომტანია არა არასრულწლოვნის დასჯა, არამედ დანაშაულის თავიდან აცილება

ადვოკატთა ასოციაციის წევრიმიხეილ რამიშვილი გვეუბნება, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის მხრივ სავალალო მდგომარეობაამისივე თქმით, მომავალი თაობის აღზრდაში პრობლემები გვაქვს, რაშიც  პასუხისმგებლობა ოჯახს, სკოლასა და ძალოვან სტუქტურებს ეკისრება:

პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურ მიდგომას და გაანალიზებას მოითხოვს, თუ რა იწვევს არასრულწლოვანთა გახშირებულ დანაშაულსა და სხვა სამართალდარღვევებს. რეაგირების ოპტიმალური საშუალება არ არის. კარგი შედეგის მომტანია არა არასრულწლოვნის დასჯა, არამედ დანაშაულის თავიდან აცილება. კომპლექსური ქმედების შემთხვევაში ორიენტირება დანაშაულის მიზეზების აღმოფხვრაზე უნდა იყოს. ოჯახიდან მოყოლებული სკოლებში უნდა დამკვიდრდეს კანონმორჩილება, მორალი და ღირებულებათა ნორმები, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღებია. დასჯის ზომებიდან ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ დახმარებაზე უნდა გადავიდეთ, როდესაც პრიორიტეტი მიენიჭება არასრულწლოვნის პიროვნებას, დამნაშავეობის მიზეზებსა და თავიდან აცილების მექანიზმებს. ამ ყველაფერს ხელისუფლება უყურადღებოდ ტოვებს“.

ადვოკატის თქმით, ძალოვანი სტუქტურების წარმომადგენლები, სასამართლოები და სამართლის სპეციალისტები უნდა აცნობიერებდნენ, რომ არასრულწლოვნები, მიუხედავად მათი სტატუსისა (დაზარალებული, მოწმე, ბრალდებული და მსჯავრდებული), განსხვავდებიან ზრდასული პირებისაგან:

მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე, რომელშიც მოზარდი მონაწილეობს, უპირველესადმისი საუკეთესო ჭეშმარიტი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. ეს პრინციპი  არასრულწლოვნის კავშირებს საზოგადოებასთან, ოჯახში სტაბილურობას და მისი განვითარების საერთო დონეს მოითხოვს. საქართველოს კანონი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოიცავს არასრულწლოვნის ღირსების დაცვას. პროცესის ყველა ეტაპზე უნდა მოეპყრან განსაკუთრებული ყურადღებით, უნდა გაითვალისწინონ  ასაკი, მისი ხელახალი აღზრდისთვის ხელშეწყობის აუცილებლობა. მოზარდის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში სავალდებულოა, არასრულწლოვნის უფლებათა საერთაშორისო გარანტიების სრული დაცვა“.

რაც შეეხება პრევენციას, მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტს მოიცავს.

საგანმანათლებლოა  მოზარდებისთვის ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მისი თვითშემეცნებისა და იდენტურობის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს; ხოლო ფსიქოლოგიური ასპექტის მიზანია, არასრულწლოვნის ადეკვატური თვითშეფასების, კონფლიქტების მოგვარების, გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა ამგვარი უნარების ჩამოყალიბებასოციალური ასპექტი, არასრულწლოვნის სოციუმთან ადაპტაციის გაადვილებაა, რასაც საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა ვერ პასუხობს: მოზარდებში დიდია ქურდობის, ხულიგნობის, ნარკოტიკების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის პროცენტული მაჩვენებელი, მკვლელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

დადებითი შედეგი უნდა გამოიღოს უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის აღდგენამ. უბნის ინსპექტორმა უნდა იცოდეს, სამოქმედო ტერიტორიაზე რამდენი მოზარდი ცხოვრობს, ვინ სად სწავლობს ან მოღვაწეობს, რა მისწრაფება აქვთ, რა აინტერესებთ. უნდა ჰქონდეს სისტემატური კომუნიკაცია არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან, რაც . . რთული ბავშვების გამოვლენას ხელს შეუწყობს. არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობის პრევენცია არის უმნიშვნელოვანესი ასპექტია საზოგადოებაში დამნაშავეობის აცილებისთვის. ეფექტიანობისთვის საზოგადოების მონდომება და ბავშვთა ჰარმონიული განვითარების მიზნით ძალისხმევა აუცილებელია. არასრულწლოვანთა აღზრდის პრობლემა გლობალურად უნდა გავიაზროთ. პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს როგორც ოჯახმა, ასევე სასწავლო დაწესებულებებმაახალგაზრდულმა, სპორტულმა, კულტურულმა ორგანიზაციებმა და ძალოვანმა სტუქტურებმა“, - ამბობს საერთო და არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი.

მაია ცირამუა _ ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმაა, რომელიც შეიძლება ანტისოციალურ ქცევაში გადავიდეს

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ბავშვთა ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა აღნიშნავს, რომ 14-დან 19-წლამდე ასაკის პირების განრიდების პროგრამაში ერთი წლის განმავლობაში მონაწილე ბავშვების რაოდენობა სტაბილურად იმატებს, -  „მაჩვენებლის ზრდა მაფიქრებინებს, რომ რეალურად არაფერი კეთდება დანაშაულის ადრეული პრევენციისთვის“:

სახელმწიფო ბავშვს მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა უკიდურესად გართულებული ქცევითი ფორმებით კომუნიკაციაში შედის გარესამყაროსთან. პოლიციელია პირი, რომელიც  დანაშაულის არსებობის გამო აფიქსირებს. იქამდე სად ვართ, როდესაც რთული ქცევები გამოვლინდება ოჯახში ან სკოლაში? ბავშვის გარემოცვა როგორ რეაგირებს?

დანაშაულის განმაპირობებელი ფაქტორების ცოდნა გვეუბნება, რომ რისკები ძალიან მაღალია ბავშვებში, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი დამოკიდებულების მსხვერპლები არიან. იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, არამედ უგულებელყოფაც. ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა ძალადობის ყველაზე მძიმე ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობის მაპროვოცირებელი ფორმაა, რომელიც შემდეგ ანტისოციალურ ქცევაში შეიძლება გადავიდეს.

ასეთ ბავშვებს სახელმწიფო რატომ ვერ ხედავს? რატომ ვერ ამჩნევს სკოლაში პედაგოგი (რომელიც პირდაპირ ვალდებულია), როცა ეჭვია, რომ ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან უგულებელყოფილი შეიძლება იყოს? მას ხომ გარკვეული ტიპის საჭიროებები აქვს, _ ემოციური მოთხოვნილებები, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა, აკადემიური კუთხით მოწესრიგებულობა, სასწავლო ნივთები და . . როცა მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვი ოჯახის მიერ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს, აუცილებლად კითხვის ნიშნები უნდა დასვას. თუ ბავშვის უფლებებისთვის სავალალო გარემოებები იკვეთება, სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოს. საგენტომ უნდა დაადგინოს სიტუაცია, თუ საჭიროა პოლიციას მიმართოს. თუ ამის აუცილებლობა არ დგას, ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ ბავშვის გარემოში რისკები მოიხსნას.

ასეთი მექანიზმი არ მუშაობს. გარკვეული ტიპის ქცევაზე და ემოციურ პრობლემებზე დროული ან სწორი რეაგირება არ ხდება. პირიქით შემთხვევებია, როდესაც სკოლას, ოჯახს ისეთი რეაგირება ჰქონდა, რომ ბავშვის რთული ქცევა კიდეც უფრო გართულდა. შესაბამისად, ვიღებთ გართულებული ქცევის ფორმებს: ვიღაცამ მოიპარა, მეორემ ზიანი მიაყენა, იძალადა და . . მხოლოდ მაშინ ვრეაგირებთ, როდესაც კანონდარღვევა მოხდა და ეს სწორი მიდგომა არ არის“.

კითხვაზე, ინსტიტუტები დასახელებულ პრობლემებზე რატომ ვერ რეაგირებენ, ფსიქოლოგი გვპასუხობს, რომ ხშირ შემთხვევაში სისტემური გაუმართაობაა და აქ პროფესიული პასუხისმგებლობის პრობლემაც არის:

ნებისმიერმა პროფესიონალმა, ვისაც ბავშვთან შეხება აქვს და ხედავს, რომ ის შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლი იყოს, აუცილებლად განცხადება უნდა გააკეთოს. ეს ეხება მოქალაქესაც, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ პატარას ხვდება, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავინაწილოთ, როცა ვხედავთ, რომ არასრულწლოვანი შეიძლება უგულებელყოფილი, არასახარბიელო გარემოებებში იმყოფებოდეს.

მეორეა, ამ განცხადებაზე რეაგირება როგორია? ჩარევა რამდენად ეფექტიანია, როცა სათანადო სერვისები არ არის? ისიც პრობლემაა, რომ ყოველთვის სოციალური მუშაკებისკენ ვიწვდით ხელს. ეს პროფესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და აქაც სიმწირე გვაქვს. ძალიან დაბალი ანაზღაურებით ამ ადამიანებს ურთულეს შემთხვევებზე უწევთ მუშაობა, რომელიც შეიძლება . . მეინსტრიმულ ქართველს არც კი დაესიზმროს, ისეთ სიღატაკეს, უბედურებას ხედავენ. მათ პროფესიული სტრესისა და გადაწვის ძალიან მაღალი რისკები ახლავს.

რას წარმოადგენს მათი ხელფასი? აქვთ თუ არა გზის ხარჯი? აქ ბევრი საკითხი შემოდის. თუკი მომსახურების არეალში 300, თუნდაც 200 შემთხვევა აქვს, პროფესიონალიზმის მიუხედავად, რამდენად ეფექტიანი იქნება, რომ ყველაფერს გაუმკლავდეს? უკვე პოლიტიკური ნების პრობლემა დგება. თუ ქვეყანაში ეს ნება იარსებებს, რომ სოციალური მომსახურების სფერო ბევრად უფრო დაფასებული იყოს  (მთელ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რაც პროფესიული გადაწვის რისკებისგან ადამიანების დაცვას გულისხმობს), მაშინ სოციალური მუშაკიც ბევრად ეფექტიანი იქნება.

თან სერვისებიც არ გაგვაჩნია. სოცმუშაკმა ადამიანს რაღაც ხომ უნდა შესთავაზოს? ძალიან მწირი სარეაბილიტაციო პროგრამებია. ერთი-ორი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ არსებობს და სახელმწიფო სერვისი არ არის, რომ ანტისოციალური ქცევის ადრეული ნიშნების მქონე ბავშვებზე ზრუნავდეს. ასე რომ, სერიოზული სისტემური პრობლემა გვაქვს“.

კითხვაზე, წინასწარი ღონისძიებების სახით კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს, მაია ცირამუა ამბობს:

_ ეს პრობლემები იმდენად ხელის გულზე დევს, რომ ინტერესი გაჩნდა, რაღაც სერიოზულად შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში ცვილილებები გველოდება. ისეთი ტიპის, ბავშვის ინტერესებიდან რომ ამოვა და არა ჩვენი პოლიტიკური ან სხვა ტიპის ინტერესებიდან.

ჯერ ერთი, ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას ახდენს. შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეგვეძლოს შეფასება, არსებული მდგომარეობის ანალიზი და იმ დამცავი მექანიზმების ზუსტად ამოქმედება, რომელიც კონკრეტულ ბავშვს სჭირდება. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ და ბავშვის ასეთივე საჭიროებებიდან უნდა ამოვიდეს მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო მიაწოდებს.

რასაკვირველია, აქ საჭიროა სერვისების მრავალფეროვნება. ყველაზე მეტად კი, _  პოლიტიკური ნება. ვიმედოვნებ, რომ ეს პოლიტიკური ნება ქვეყანაში არსებობს და ამ მიმართულებით ცვლილებებს ველოდები.

ზაქარია ქუცნაშვილი _ მამათა თაობამ სწორი საქციელის მაგალითი თუ არ მისცა, შვილები  უარესად მოიქცევიან      

ქართული ოცნებისსაპარლამენტო წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ყოველთვის უნდა ვებრძოლოთ დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და ენერგია ამაში დავხარჯოთ, მიუხედავად იმისა, დანაშაულის გამომწვევი მიზეზი არასრულწლოვანს წაახალისებს, თუ სრულწლოვანს. მისივე თქმით, ეს მიზეზები, გიერთ შემთხვევაში საერთოა, ზოგან _ განსხვავებული.

მაგალითად, ყველასთვის საერთოა ეკონომიკური და სოციალური სეგრეგაცია, რაც ჩვენს საზოგადოებაში შემოსავლებს შორის მკვეთრი სხვაობის გამო ხდება. საერთო მიზეზია ის ძალადობის ენა, რომელიც საკმაოდ მოჭარბებულია მედიასივრცეში, ციფრული მაუწყებლობის სივრცეში, სადაც შურაცხყოფა ფული არ ღირს. არასრულწლოვანთა დანაშაულის წამახალისებელ გარემოებად მიიჩნევა დამკვიდრებისა და გამორჩულობის ჩვენებაც, რაც, ხშირ შემთხვევაში, თინეიჯერული ასაკის ბიჭებისთვის დანაშაულებრივად მოქცევის განმაპირობებელია.

როდესაც მერვე მოწვევის პარლამენტში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მივიღეთ, მიზანი იყო, არასრულწოვნების საპატიმრო სასჯელებისგან არიდებისთვის მაქსიმალურად ახალი სამართლებრივი მექანიზმები შეგვექმნა. სამწუხაროდ, საპატიმრო ადგილები (ჯერჯერობით) ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც ყველას გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრ კახიშვილის ხელში მკვეთრი გაუმჯობესება გვაქვს საყოფაცხოვრებო, სოციალური, უსაფრთხოების კუთხით და პატიმრების განთავსების ადგილის შერჩევისას, საფრთხეების მიხედვით კარგი რანჟირების სისტემა აქვს შემოღებული, საზოგადოება ციხეს მაინც უარყოფითი საზოგადოების არეალად აღიქვამს.

ამიტომ აღნიშნულ სფეროში მართლმსაჯულების კოდექსის მიზანი იყო, რომ არასრულწლოვნები საპატიმრო სასჯელებისგან მაქსიმალურად აგვერიდებინა და თინეიჯერობაში ჩადენილი დანაშაული მისი ცხოვრების დაღი არ გამხდარიყო.

_ დამატებით რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება?

_ თუ მამათა თაობამ სწორი საქციელის მაგალითი არ მისცა, შვილების თაობა უარესად მოიქცევა. ვფიქრობ, საჭიროა უფროსი თაობის ქცევების გაუმჯობესება. თუ სრულწლოვნები სწორად არ მოვიქცევით, მერე არასრულწლოვნებს მართებულად მოქცევას ვეღარ მოვთხოვთ. ამიტომ მთავარი ნაბიჯები იქითკენ არის გადასადგმელი, რომ ყველა მიმართულებით სრულწლოვნები მოიქცნენ სწორად, _ პარლამენტიდან დაწყებული, ქუჩის მოვაჭრეებით გაგრძელებული.

ბოლოსკენ:

ბავშვობის ერთი მზიანი დღე თავისი მნიშვნელობით მთელ დანარჩენ ცხოვრებას უტოლდება“, _ ჩვენ რას ვთავაზობთ მომავალ თაობას უთანასწორო, ზღვარგადასული აგრესიული გარემოს გარდა, სადაც ყველას შეუძლია (მეტ-ნაკლებად) საკუთარი თავის დაცვა, პატარების გარდა?

დოსტოევსკი, ალბათ, ამაზეც ამბობდა – ჩვენ ყველა ყველას წინაშე დამნაშავეები ვართო. ბავშვების აღზრდის პროცესი კი, როგორც ცნობილია, "მშობლების დაბადებისთანავე" იწყება.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია