მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველომ სატელევიზიო თეფშები დააყადაღა და ცენზურასთან დაკავშირებულ უთანხმოებას დაუდო სათავე - 23 ივნისი 2012

[foreignpress.ge]
ირაკლი მეტრეველი

თბილისი – საქართველოს ოპოზიციამ მთავრობას პარასკევს ბრალი დასდო იმაში, რომ ცდილობს ისინი ეთერამდე არ მიუშვას, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ის 300 000 თანამგზავრული თეფში დააყადაღა, რომლებსაც ოპოზიციური მაგნატის ტელევიზია უნდა გაევრცელებინა.

თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქმე აბსოლუტურად კრიმინალური იყო და დადეს პირობა ახალი კანონის შემოღების შესახებ, რათა ამ ექს-საბჭოთა სახელმწიფოში, საპარლამეტო არჩევნების მსვლელობისას, შემოდგომაზე ოპოზიციური არხები პირველად გავრცელდეს თავისუფლად.

მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია აცხადებს, რომ მთავრობა ცდილობს ნაციონალურ ტელევიზიებში არ დაუშვას განსხვავებული აზრი და ამიტომ არჩევნების წინ თბილისში და რამდენიმე პროვინციულ ქალაქში ხუთშაბათს, პოლიციური რეიდის დროს დააყადაღა თეფშები.

„ხელისუფლების მიზანია შენარჩუნოს ინფორმაციული ვაკუუმი, რაც შესაძლებელი ხდება იმით, რომ მთავრობა აკონტროლებს ფედერალურ ტელეკომპანიებს,“ ნათქვამია კოალიციის, „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ივანიშვილს, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ აპირებს საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხოს პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია, არაერთხელ მოუხდა დავა და მიმდინარე წელს დაჯარიმებულ იქნა ათობით მილიონი დოლარით.

იმ კომპანიის თანამფლობელი, რომელიც უფასოდ არიგებდა თეფშებს, რათა გაეზარდა ივანიშვილის ოპოზიციური ტელევიზიის მაყურებელთა რაოდენობა, მაგნატის ძმაა და ხელისუფლებამ ეს ქმედება მოსყიდვად მიიჩნია.

„მთელ ამ ამბავს არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და მედიასთან,“ უთხრა AFP-ს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქარაძემ.

მან თქვა, რომ კანონი შეიცველბა და ოპოზიციურ არხებს, საარჩევნო პერიოდში მიეცემათ უპრეცედენტო გარანტიები საეთერო დროზე.

„ჩვენ შემოვიღებთ კანონს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ყველა ტელევიზიას შეეძლება იმაუწყებლოს მთელ ქვეყანაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ალტერნატიული ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია,“ განაცხადა მან.

ქართული ოპოზიციური არხები დიდი ხანია ჩივიან იმაზე, რომ მთელ ქვეყანაში გავრცელებაზე უარს ეუბნებიან, მაშინ როცა, მათი თქმით, ეთერი სავსეა პრო-სამთავრობო არხებით.

ხუთშაბათის რეიდის დროს პოლიციამ დალუქა შენობები, სადაც ინახება თანამგზავრული თეფშები, გლობალ ტვ-ის, საკაბელო და თანამგზავრული კომპანიის ქონება, რომლის თანამფლობელია ივანიშვილის ძმა.

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება, რადგან თეფშების დარიგება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო მოსყიდვად.

„გატარებული ზომების მიზანია დანაშაულის პრევენცია და ასევე საარჩევნო პროცესის დაცვა შესაძლო კრიმინალური ჩარევისგან, რათა გარანტირებული იყოს მოქალაქეების და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო უფლებები და გამოხატვის თავისუფლება,“ ნათქვამი იყო პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის შეინარჩუნებს „ნულოვან ტოლერანტობას“ საარჩევნო კანონის დარღვევისადმი.

„ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, თავს კანონზე მაღლა მიიჩნევს და მუდმივად ცდილობს დაასუსტოს კანონი და შესაბამისად დემოკრატია ამ ქვეყანაში,“ უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ ჟურნალისტებს.

ივანიშვილი 90 მილიონ დოლარზე მეტით დააჯარიმეს პოლიტიკური დაფინანსების კანონის დარღვევების სერიისათვის, მათ შორის თანამგზავრული თეფშების დარიგებისთვის, თუმცა მოგვიანებით ჯარიმა 45 მილიონ დოლარამდე შეამცირეს.

ოდესღაც კარჩაკეტილმა ბიზნესმენმა, რომლის ქონებაც 6.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, გამოაცოცხლა ქართული ოპოზიცია სააკაშვილის დამარცხების განზრახვით, თუმცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ალიანსი ჩამორჩება მმართველ პარტიას.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია