მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნიკა მელიამ კანონი დაარღვია, პროკურატურა ვითარების გამწვავებაზე არ მიდის - გრიგოლ გაგნიძე - 03 ნოემბერი 2020

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ბევრად დემოკრტიულად ჩატარდა,  ვიდრე 2012 წლის არჩევნები

ufleba.ge

ufleba.ge” ადვოკატ გრიგოლ გაგნიძეს ესაუბრა.

- ბატონო გრიგოლ, პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, როგორია თქვენი სამართლებრივი შეფასება?

- მოგეხსენებათ, ნიკა მელიამ კანონი დაარღვია,  მან .. სამაჯური  მოიხსნა.  შესაბამისად,  პროკურატურა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთ  დაკავშირებით აუცილებლად მიმართავდა, აქ უცნაური არაფერია.

პროკურატურა 100.000 ლარიან  ჯარიმას ითხოვს, თუმცა მას ასევე შეეძლო პატიმრობა მოეთხოვა. ასევე  ითხოვს, რომ  მელიას საზღვრის გადაკვეთა აეკრძალოს.

ჩემი აზრით,  პროკურატურა პატიმრობას ამ ეტაპზე იმიტომ არ ითხოვს და სწორადაც იქცევა,  რომ მელია პოლიტოკოსია. ამით პროკურატურა ვითარების გამწვავებაზე არ მიდის. 

ამასთან დარწმუნებული ვარ,  რიგით მოქალაქეს რომ ეხებოდეს საქმე, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვდა,  რასაც   სასამართლო შეუფარდებდა კიდეც. 

ცხადია, სამართალდამცავ ორგანოებს მელიას ქმედებაზე რეაგირება უნდა მოეხდინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში  უმოქმედობის გამო  საქმის პროკურორს პასუხი მოეთხოვებოდა.

ვიმეორებ, კარგია,  რომ პროკურატურამ პატიმრობა არ მოითხოვა,  რადგან ეს  ქვეყანაში ისედაც  დაძაბულ პროცესებს, კიდევ უფრო მეტად დაძაბავდა.  აი,  დაჯარიმებამ კი,  არ მგონია,  ზედმეტი არევ-დარევა და ქაოსი გამოიწვიოს.

- ფიქრობთ, ქვეყანაში ვითარება არ დაიძაბება? ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა...

- მე მოვლენების მსგავს განვითარებას არ ველი, თუმცა გამორიცხული არაფერია.

ასევე ჩემი აზრით, არჩევნები არ გაყალბდა. ცხადია, იყო რაღაც დარღვევები, მაგრამ უმნიშვნელო. ეს ერთიან სურათს არ ცვლის.

ჩვენ იმასაც  ვხედავთ, რომ 16 ოლქში მეორე ტური მივიღეთ. 

ვიმეორებ, იყო  წინასწარ განზრახული ინციდენტები  -  ცესკოს უბნებზე ზეწოლა და .. მაგრამ ვითარება არ დაძაბულა. ამ ყველაფერზე კი,  ინაგან აქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეაგირებები პრევენციული და დროული იყო. 

რა თქმა უნდა, გარკვეული დარღვევები ფიქსირდებოდა, მაგრამ მივიჩნევ, რომ 31 ოქტომბრის   საპარლამენტო არჩევნები ბევრად დემოკრტიულად ჩატარდა,  ვიდრე 2012 წლის არჩევნები.

არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიანად ჩატარება საერთაშორისო დამკვირვებლებმა, იგივე ეუთო-ოდირმა, ამერიკის საელჩომ და ქვეყნის სხვა პარტნიორებმაც აღიარეს.

- თუმცა ოპოზიცია არჩევნების შედეგების აღიარებას და პარლამენტში შესვლას არ აპირებს, მასობრივი საპროტესტო აქციებიც დაანონსეს

- ოპოზიციის გადაეწყვეტილება  მათი არჩევანია. ისინი დემოკრტიულ ქვეყანაში ცხოვრობენ და შეუძლიათ აქციაც გამართონ და გააპროტესტონ კიდეც არჩევნების შედეგები, არავინ უშლის.

გასაგებია, რომ მათი სურვილი ხელისუფლებაში  მოსვლაა, მაგრამ ამომრჩეველს კიდევ ახსოვს ის წყენა,  რაც ნაცმოძრობამ დაუტოვა.

მათი პოზიცია, პრეტეზია და მთავარი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა. სწორედ ამიტომ  ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. 

- შექმნილ ვითარებაში ქვეყნისთვის უკეთესი გამოსავალი რა არის?

- ჩვენ თუ ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითრება გვსურს, მაშინ ოპოზიცია პარლმენტში უნდა შევიდეს.

იცით, მათმა პოლიტიკურმა სიჯიუტემ ახალ არჩევნებამდე თუ მიგვიყვანა, ეს პროცესი კიდევ უფრო დაქსასავს და დააზიანებს მათ. ეს ეხება იგივე ნაცმოძრაობას, ამ .. გაერთიანებულ ოპოზიციას, რაც, მეორე მხრივ, პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს გააძლიერებს.

ამიტომ მათ ადგილას ბრძოლის ველს პარლამენტის დარბაზში გადავიტანდი, თუმცა ვიმეორებ, ეს მათი არჩევანია, მეტს ვერაფერს ვიტყი.

ქეთი ხომერიკი 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია