მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მაგალითი შეიძლება გახდეს კორონავირუსთან გამკლავების საქმეში - რომან გოცირიძე - 12 ნოემბერი 2020

უნიკალური  ღონისძიება ჩატარდა გასულ შაბათ-კვირას სლოვაკეთში.  ქვეყნის 5,5 მილიონი მოსახლედან 3,6 მილიონს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება კორონავირუსზე. ინფიცირებული აღმოჩნდა გამოკვლეულთა დაახლოებით ერთი პროცენტი, 36 ათასი კაცი. 

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მოსახლეობის იმავე პროცენტული თანაფარდობით საქართველოში ჩატარდა ტესტირება, ანუ გამოიკვლიეს 2,5 მილიონი ადამიანი. ინფიცირებული უნდა იყოს 25 ათასი კაცი. იქნება მართლა ამდენი? არა, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვნად მეტი.

მაშინ, როცა მხოლოდ დღეს 3 ათასი ინფიცირებული გამოვლინდა (ალბათ დაახლოებით 15 ათასი ტესტიდან), როცა წინა დღეებში 2 ათას შემთხვევაზე მეტი იყო, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მაგალითი შეიძლება გახდეს კორონავირუსთან გამკლავების საქმეში.

ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა სხვა თემაა, რომელიც საუბედუროდ, ასევე უარყოფითად სანიმუშო შეიძლება გახდეს იმ სურათიდან გამომდინარე, რაც ამჟამად არის შექმნილი.

როგორადაც არ უნდა გადააბრალონ სხვებს, შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში სამართლიანადაც, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ვირუსის გავრცელების დღიდანვე პოლიტიკური დატვირთვა შესძინა მას.

* * *

მაგარი ტიპი პირბადის ტარებაშიც იცნობაო. ცხვირს არ იფარავს“, - წერს რომან გოცირიძე (ენმ) „ფეისბუქის“ გვერდზე.

საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 52 169 გამოჯანმრთელდა, 599 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 506 პირი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3311.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია