მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია - 22 ნოემბერი 2020

„რა საბრალოა ქოცების ტრიუმფანტული კოლონები და ფოიერვერკები. გულისმომკვლელი უშინაარსობა.

"გამარჯვება" არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ.

ვითომ გამარჯვებული იყო და თან ასე არარელევანტური, ასე არავის ადარდებდე, არავის აინტერესებდე, არავის სჯეროდეს შენი.

ამ ქვეყანაშიც კი  "გამარჯვება" არასდროს ყოფილა ასე ჩუმი, ხელოვნური და ნაძალადევი, ასე არაფრისმთქმელი“, - წერს გრიგოლ გეგელია (ლელო საქართველოსთვის) „ფეისბუქის“ გვერდზე.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

„ნარკოტიკების ჩადება გამიგია, იარაღის ჩადებაც გამიგია. აი, ხმების ჩადება პირველად გავიგე...“.

ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი“:  

„მე რომ მივიდე უბანზე ხმის მისაცემად 30-კაციანი დაცვით, ჩემ დაცვასაც შეუშვებენ უბანზე პირადობის შემოწმების და მარკირების გარეშე?

კომისიის წევრები ჩემი დაცვის მითითებებსაც დაემორჩილებიან და გამითავისუფლებენ სივრცეს რომ ხმა თავისუფლად მივცე?

თუ მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეებისთვის მოსულა ეს?“

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია