მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ეს რა ქვეყანაში ვართ? გადავირიე!" - 29 ნოემბერი 2020

ფეისბუქმომხმარებელი მაია ზურაბიშვილი საყურადღებო შინაარსის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მეგობარს მამა გარდაეცვალა და ვაკოპირებ. ეს რა ქვეყანაში ვართ? გადავირიე!

Lika Chikvanaia

დღეს გარდამეცვალა მამა საავადმყოფოში როგორც კოვიდინფიცირებული. სხვა თემაა, რომ მოვიყვანე ჯანმრთელი კაცი და დღეს აღარ არის, მაგრამ:

1. დაკარგეს პირადობა საავადმყოფოში;

2. ხვალიდან არ მუშაობს რეესტრი და ვერ ავიღებ გარდაცვალების მოწმობას;

3. მაქვს 48 საათი რომ დავკრძალო, მაგრამ საბუთები არ მაქვს;

4. სასაფლაოზე ითხოვენ საბუთებს, რომ დავკრძალო, მაგრამ საბუთები არა მაქვს;

5. სასაფლაოზე ამბობენ, რომ გინდაც ქონდეს საბუთები, ხალხი არ გვყავს რომ საფლავი გავთხაროთ, თუ გინდათ მოიყვანეთ თქვენი ხალხიო, მაგრამ არ მაქვს უფლება ბევრი მოვიყვანო, ან საიდან?

6. რა საბუთი წარვადგინო სასაფლაოზე, როცა არა მაქვს გარდაცვალების მოწმობა?

7. ადგილი გვაქვს, მაგრამ უნდა დაამტკიცო, რომ ცოლთან მარხავ, ამ დროს რეესტრი არ მუშაობს და საბუთებს მოგვიანებით ფოსტით მოგაწოდებენ;

ვრეკავ 112-ში და ვეკითხები რა ვქნა, პასუხი - ჩვენს კომპეტენციაში ეგ არ შედის დარეკეთ 144-ში;

8. ვრეკავ 144-ში, იქ მპასუხობენ, რომ ჩვენ გვეხება მხოლოდ საშვების გაცემაო;

9. ვრეკავ საავდმყოფოში და ვთხოვ რამე ცნობა მომცენ, რომ კაცი დავმარხო, თან ვთხოვ, რომ პირადობა მოძებნონ;

10. საავადმყოფოს მორგი არა აქვს, კაცი ცელოფნებში შეხვეული სადღაც უწვთ;

11. ცალკე თემაა დასაფლავება ამ შეზღუდვების დროს და მამაოს მოთხოვნით მხოლოდ დასაფლავების მერე აუგებ წესსო... გადავირიე!“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია