მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მთავარია, სტაციონარში მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“ - 30 ნოემბერი 2020

მესმის, ადამიანებს შიშის გამო სურთ, რომ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამისი აუცილებლობა არ არის, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის საწოლფონდის საკმარისი რაოდენობაა მობილიზებული.

„იყო რიგითი, სამუშაო შეხვედრა. ყოველკვირეულად ვიკრიბებით და ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, თუ რა დავალებები იყო და რა გაკეთდა. ვიმსჯელეთ, რა საწოლფონდი გვჭირდება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. იმდენად დიდია რაოდენობა, რომ ჩვენ შედეგებს იანვრის დასაწყისამდე ვერ ვნახავთ.

საწოლფონდის ყველაზე კარგი შემაკავებელი არის პროფილაქტიკა. თუ ჩვენ პროფილაქტიკურ მედიცინას არ მივყევით, რასაც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, არ ეყოფა არანაირი საწოლფონდი. ამ დროისათვის საწოლფონდის ის რაოდენობაა მობილიზებული, რომელიც სრულიად საკმარისია, საერთო სტატისტიკიდან გამომდინარე.

მთავარია, სტაციონარში მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ნამდვილად ესაჭიროებათ. მესმის, ადამიანებს შიშის გამო სურთ, რომ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამისი აუცილებლობა არ არის“, – განაცხადა დავით გადელიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული.

თუმცა, გამყრელიძის თქმით, საქართველომ უკვე გააკეთა წინასწარი შენატანი და როცა ვაქცინა დამტკიცდება, ქვეყანას შეეძლება კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინის მიღება და მისი არჩევაც, ვინაიდან, გამყრელიძის განმარტებით, საქართველომ მეტი თანხა გადაიხადა სწორედ იმ პირობით, რომ რამდენიმე სახის ვაქცინიდან არჩევის საშუალება ჰქონოდა.

გამყრელიძე ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს იქნება მარტი-აპრილში.

აღნიშნული კომენტარით დღევანდელ ბრიფინგზე გამყრელიძემ უპასუხა კითხვას: „ევროპის სხვადასხვა ქვეყნები უკვე აანონსებენ კონკრეტულ ვადებს, ვინ როდის შეიძლება მიიღოს ვაქცინა, თუ არის კონკრეტული ვადა ცნობილი, როდისთვის შეიძლება ველოდოთ საქართველოში ვაქცინაციის დაწყებას“.

„ჯერჯერობით დააანონსეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს, ეს დააანონსა აშშ-მა, ბრიტანეთმა, გერმანიამ. ასევე აანონსებს საფრანგეთი, რომლის ერთ-ერთი ცნობილი ფირმა ასევე მალე განაცხადებს ვაქცინის მზადყოფნაზე.

ჯერჯერობით ამ ეტაპამდე არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული არც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის მიერ, არც ევროპის წამლის სააგენტოს, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას ელოდებიან ძირითადად დეკემბერის შუა რიცხვებში, 15-დან 20-მდე.

თუმცა, არსებობს ე.წ. დამტკიცების ფორმა, ე.წ. ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ. ასეთი ფორმა აქვს „ეფდიეის“ და ევროპის სააგენტოს, იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლებმაც შესაძლოა, მისცენ ვაქცინას მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ.

ამიტომ, შესაძლებელია, ამ ქვეყნებმა დაიწყონ. რა შეეხება საქართველოს, ჩვენ ვმუშაობთ კოვაქს-პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება. კოვაქს-პლატფორმა, როგორც ვიცი, შეისყიდის დაახლოებით მილიარდზე მეტს. დაახლოებით 170 ქვეყანაა კოვაქს-პლატფორმაში გაერთიანებული და რამდენიმე მილიარდ დოზას ყიდულობს 2021 წლისთვის კოვაქს-პლატფორმა, თანაც – არაერთი ვაქცინის. შეძენილი იქნება იგივე ოქსფორდის, „ასტრაზენეკასი“, „ფაიზერის“ – რამდენიმე ვაქცინა. სხვათა შორის, კარგი გადახდის პირობები გაკეთდა კოვაქს-პლატფორმასთან.

ჩვენ გადავიხადეთ წინასწარი შენატანი – 4.5 მილიონი ლარი, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ, რასაც გიკარნახებენ, ის კი არ შემოიტანო, არამედ შენ შეარჩიო ვაქცინა. დიდი ალბათობით, ჩემი გადასახედიდან, ეს იქნება დაახლოებით მარტი-აპრილისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა პირდაპირ შესყიდვებზეც.

„ჩვენც ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე. პარასკევსაც დიდი ტელეკონფერენცია გვქონდა პირდაპირ შესყიდვასთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი საელჩოების მეშვეობით ვმუშაობთ მწარმოებლებთან, რომ როგორც კი დაიწყება სხვა ქვეყნებში ვაქცინაცია, შესაძლებელი იყოს…“ – აღნიშნა გამყრელიძემ.

ფარმაცევტულ კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ ავტორიზაციის მოთხოვნით ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას და ევროპის შესაბამისს ორგანოებს დღეს მიმართავენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ გვაქვს ვაქცინა, რომელიც ძალიან ეფექტურია. ახლა გვაქვს მონაცემთა ბაზა ამის დასამტკიცებლად“, – განაცხადა კომპანიის წამყვანმა სამედიცინო ოფიცერმა, ექიმმა ტალ ზაქსმა.

ზაქსის თქმით, იმის ნახვა, რომ ვაქცინა 94 პროცენტით ეფექტურია მისთვის ემოციური იყო.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავს ტირილის უფლება მივეცი“, – აცხადებს ტალ ზაქსი.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის „მოდერნას“ ცნობით, მის მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა 94,5 პროცენტით ეფექტიანია.

წყარო: პირველი არხი

 

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია