მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ხელისუფლების „ოპოზიციურო“ აგენტურავ: ნაბიჯით იარ პარლამენტისკენ“ - 04 დეკემბერი 2020

ხელისუფლების "ოპოზიციურო" აგენტურავ: ნაბიჯით იარ პარლამენტისკენ.

* * *

ვაჭრობაში ჩაბმული, ხელისუფლების "კარმუშკაზე" მყოფი "ოპოზიციის" ნაწილის გასაგონად: დეტალურად ვიცით ვინ საიდან ფინანსდებით, იმ დონემდე, რომ რომელი თქვენი აქცია - "საპროტეს" თუ სადამფუძნებლო შეკრებები ვის მიერ დაფინანსდა, ვინ არის თქვენი მეთვალყურე თუ მეკავშირე "შესაბამის სამსახურებში" - ყველაფერი იმ წუთასვე ამოვა ზედაპირზე, როგორც კი საბოლოოდ გაიყიდებით!

* * *

"ოცნების" ამოცანაა თავის სასარგებლოდ შეცვალოს საპარლამენტო სტატუს-ქვო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლამდე: ანუ დაახვედროს 9 პარტიიანი პარლამენტი და ამ პოზიციებიდან ელაპარაკოს მას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტის მქონე ხელისუფლება.

ყველანაირი საუბრები ამის შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე, არადემოკრატიულობაზე იქნება საფუძველს მოკლებული.

ოპოზიციის მიერ წაგებული პლებისციტი კი სულ მცირე 4 წლით გაუმყარებს "ოცნებას" შეუვალ სახელისუფლებ ლეგიტიმაციას და დაასამარებს ოპოზიციას, რომელიც, მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში აუცილებლად უნდა განიდევნოს პოლიტიკური სივრციდან და განიდევნება კიდეც!

* * *

ვრცელდება მეტად უცნაური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ოპოზიცია შეთანხმდა ხელისუფლებას შესთავაზოს პლებისციტის ჩატარება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხზე.

რაის პლებისციტი, ხალხო?! დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფეიკ-ინფორმაციაა, თორემ წინააღმდეგ შემხვევაში, პლებისციტი რომ ხელისუფლების შემოგდებული საკენკია, ვერ ხვდებით?!

თუ ხვდებით და ვინმე ოპოზიციიდან ამ შემოვლითი გზით აპირებს პარლამენტში შესვლას: ხელისუფლება პლებისიციტს დანიშნავს და თქვენ მშვიდად პარლამენტში დაივანებთ?! თუ ეს მართალია, კითხვა მაქვს:

1. როდის და ვინ ატარებს ამ პლებისციტს: გაგანია კორონობისას სოფელ-სოფელ უნდა იაროთ და ხალხს აუხსნათ, რატომ არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება საჭირო?!

2. როგორ დაარწმუნებთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ პლებისიციტის შედეგსაც არ გაგიყალბებთ მთავრობა?!

3. და ვინ გამოვა თქვენი მომხრეებიდან პლებისციტზე?!

4. სად გაქვთ იმის ფული, რომ ფაქტობრივად სრულფასოვანი სარეკლამო კამპანია აწარმოოთ, რათა ამომრჩეველს გააგებინოთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, ისედაც იმედგაცრუებული, დეპრესიული საზოგადოება პლებისციტზე გამოვიდეს, როგორ არწმუნებთ ამაში თქვენს ამომრჩევლებს?!

4. ხელისუფლება რომ სრულად დარაზმავს საჯარო სექტორს და პლებისციტზე მიიყვანს და თქვენ პირში ჩალაგამოვლებულს დაგტოვებთ, ამას ხვდებით?!

თუ ხვდებით, მაგრამ ზოგიერთებისთვის მთავარია პარლამნტში შესვლის საბაბი მოინახოს და ჩავარდნილი პლებისციტის შედეგი არ განაღვლებთ?!

რა პლებისციტი, მასხრად აგდება როა ეს თქვენი ამომრჩევლის, ამას თუ ხვდებით?!

და თუ ხელისუფლებას არ ვპატიობთ მასხრად აგდებას, საიდან გაქვთ ილუზია, რომ ვინმე აპირებს თქვენ გაპატიოთ მასხრად აგდება?!

კიდევ მაქვს იმედი, რომ ეს ინფორმაცია სისულელეა, მაგრამ რეაქცია აუცილებლად უნდა მიმეცა, ემანდ ვინმეს ამ სისულელის რეალობად ქცევა ჭკუაში არ დაუჯდეს!“, - წერს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.  

* * *

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

ჩავატაროთ გამოკითხვა თემაზე - ჩატარდეს თუ არა პლებისციტი თემაზე - ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი თემაზე - ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები...

#ესარისჩემიკომენტარი“.

ვფიქრობ, დღეს შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რათა მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიციები იყოს შენარჩუნებული, ვიპოვოთ საერთო პლატფორმა, რომელსაც უკვე მრავალი კვირაა, ვეძებთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება.

ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები იმ შვიდ პარტიასთან, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი. ახლა განვიხილავთ ამას და შევხედავთ, როგორ შეგვიძლია, ეს გამოვიყენოთ, რათა პროცესი წინ წავწიოთ. როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია განაგრძობს ფიქრს, როგორ ვიპოვოთ ჯადოსნური საერთო პოზიცია. იმედი გვაქვს, ეს საბოლოოდ შესაძლებელი იქნება. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოოდ შესაძლებელი იქნება, წინსვლის გზა ვიპოვოთ, რომელიც ყველა შეშფოთებას უპასუხებს, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოვისმინეთ და უზურნველყოფს სტაბილურობას და განგრძობად დემოკრატიას“, – განაცხადა ჰარცელმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და ელჩების მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას არ ესწრებოდნენპატრიოტთა ალიანსისადალეიბორისტული პარტიისწარმომადგენლები. „ლეიბორისტულ პარტიაშიარ დააკონკრეტეს, რატომ არ ესწრებოდა პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღევანდელ შეხვედრას. ირმა ინაშვილმა კი განაცხადა, რომპატრიოტთა ალიანსიდამოუკიდებლად, ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებს და ელჩებთან დამოუკიდებლად შეხვედრებს ამჯობინებს, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია