მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შეიქმნას სახალხო პარლამენტი, ივანიშვილის უკანონო არადემოკრატიულ რეჟიმს მშვიდობიანი მეთოდებით დავამხობთ - შალვა ნათელაშვილი - 17 დეკემბერი 2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციური პარტიებისგან სახალხო პარლამენტის შექმნის იდეით გამოდის. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში პარტიები შეიკრიბებიან და აღნიშნულ საკითხს ერთ-ერთ პირველ პუნქტად განიხილავენ.

პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ისეთივე მრისხანე, რა ღელვაც ჩვენი ხალხის გულებშია ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკით გამოწვეული. ამ დღეებში იქნება პარტიების შეკრება, სადაც ამ საკითხს განვიხილავთ ერთ-ერთ პირველ პუნქტად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციური ძალების კოორდინაცია და პოლიტიკური პროცესების მართვა არის საჭირო.

საჭიროა ოპოზიციური ძალების კოორდინაცია, პოლიტიკური პროცესების მართვა. სახეზე გვაქვს არალეგიტიმური და არაუფლებამოსილი პარლამენტი, რომელსაც არ გააჩნია კომპეტენცია, მიიღოს გადაწყვეტილებები კონსტიტუციურ საკითხებზე, ტერიტორიული მოწყობის მიმართულებით, მიწის ურთიერთობათა დარეგულირებაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და ფაქტობრივად, პარლამენტი არ გვყავს.

ამიტომ, ახლა საჭიროა ოპოზიცის კონსოლიდაცია გარკვეულ სტრუქტურაში, რომელიც იქნება ჩვენი ხალხის აზრის წარმომადგენელი ქვეყნის შიდა და საგარეო ურთიერთობებში იმ გარდამალ პერიოდში, რომელიც წინ გველოდება ახალ და დემოკრატიულ არჩევნებამდე“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

ბარბარობის ულამაზესი დღე არალეგიტიმურმა რეჟიმმა მოგვილოცა ორი რამით, პირველი გაათავისუფლა თავისი საარჩევნო აქტივი, კრიმინალები და მეორე, აკრძალა პოლიტიკური პარტიები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში საბოლოდ მყარდება პუტინისტური დიქტატურა ივანიშვილის ტირანული სპეციფიკით, – ამბობს ლეიბორისტული პარტიისლიდერ.

მისივე თქმით, „შექმნილ ვითარებაში უნდა შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება, ვიდრე ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში“.

ის რაც გამოაცხადა ექსთავმჯდომარემ პარლამენტის და გავრილოვის მეგობარმა, სხვა არაფერია, თუ არა ჰიტლერის მიერ 30-იან წლებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მიღებული კანონპროექტების გადამღერება. შექმნილ ვითარებაში უნდა შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ვიდრე ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენ ქვეყანაში. მეორე, სანქციებს დაექვემდებაროს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, რეჟიმის მეთაური, არამედ მისი ყველა . პარლამენტის წევრი, 21 მილიონერის ჩათვლით. სანქციები უნდა იყოს, როგორც ფინანსური, ასევე დიპლომატიური. მესამე და უმთავრესი, პოლიტიკური პარტიებისგან პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ისეთივე მრისხანე, რა ღელვაც ჩვენი ხალხის გულებშია ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკით გამოწვეული.

თუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, მის კობახიძეებს და სხვებს, რომ შეუძლიათ ყველაფერი იყიდონ ამ ქვეყანაში შიშით და ფულით, ეს იმედები ძალიან მალე საბოლოოდ ჩაემსხვრევათ. არც ერთი პარტია და პოლიტიკოსი იმის გამო, რომ დაფინანსებას აუკრძალავენ, რეგისტრაციას გააუქმებენ, სარეკლამო დროს წაართმევენ, არ შევა პარლამენტში და არ უღალატებს თავის ხალხს, ისტორიას, შვილებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დახვრეტაც რომ მოგვისაჯონ არსად შევალთ, ვიდრე არ დავამხობთ ივანიშვილის უკანონო არადემოკრატიულ რეჟიმს მშვიდობიანი მეთოდებით, რა თქმა უნდა. ეს კარგად იცოდეს ამ საკაცობრიო მარაზმმა, რომელიც ღორეშადან რამდენიმე კილომეტრში ჭორვილაში იშვა ქართველი ერის საუბედუროდ და რომელმაც უნდა დაამთავროს პოლიტიკური არსებობა ძალიან მალე. ვიდრე არ დაგმობს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარებასთან გადადგმულ პირველ სერიოზულ ნაბიჯებს, რა მოლაპარაკებაზე უნდა ვისაუბროთ და რატომ უნდა ჩავაყენოდ უხერხულობაში ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია