მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ეს არა მანდატებისთვის, ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის ბრძოლაა - მამუკა ხაზარაძე - 22 დეკემბერი 2020

ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს, რომ ვინმემ ვინმე შეიტყუოს, ეს არის პრინციპული ბრძოლა, არა მანდატებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საქართველოსთვის დგას უმნიშვნელოვანესი მომენტი, თუ როგორ განვითარდება – „იქნება პროდასავლური, ევროპული, სამართლიანი, თუ ჩრდილოელი მეზობლის მსგავსი, დახურული, უსამართლო ქვეყანა“.

ამ ორ შორის ხდება დღეს არჩევანი. სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას ეყო პოლიტიკური შეგნება, რომ ამ გეგმის გარშემო გაერთიანებულიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს თითოეული ჩვენი ამომრჩევლისთვის და მოქალაქისთვის“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ლელოპოლიტიკური ბრძოლის ერთი წელი, – ამ სათაურით ავრცელებს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომლელოგააგრძელებს სამართლიან პოლიტიკურ ბრძოლას და ის, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი და მართალი ძალა ჩვენს გახლეჩილ, პოლარიზებულ და ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში, ახალი, მძლავრი ალტერნატივა იქნება“.

შარშან ამ დროს, 22 დეკემბერს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად პარტიალელოდავაფუძნეთ. ერთი წლის წინ მთელი ქვეყნის წინაშე განვაცხადეთ, რომლელოდაიბადა და ამიერიდან ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლე, ხოლო ჩვენი მიზანისაქართველოს თავისუფლება, გაერთიანება და აღმშენებლობაა.

ჩვენ, „ლელოელებმა“, ქართულ პოლიტიკაში ახალი სტანდარტის დამკვიდრება დავიწყეთ. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა არ არის ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკური აღმშენებლობისთვის, მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილის მოპოვებისთვის

ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენი მიზნისთვის არ გვიღალატია და სიტყვა არ გაგვიტეხავს. „ლელოსმატებოდნენ ახალი ადამიანები, ახალი წევრები, რადგან ჩვენი კარი ღია იყო ყველასთვის, ვისთანაც ღირებულებების ერთობა გვქონდა.

მე ჩემს თანაპარტიელებთან ერთად ვქმნიდილელოსპოლიტიკურ ორგანიზმს. ჩვენ შევძელით და შევქმენით უძლიერეს პროფესიონალთა გუნდი. „ლელომგააერთიანა თავისი საქმის პროფესიონალები, გულანთებული ახალგაზრდები და სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები. შეიქმნა გუნდი, ძლიერი ლიდერებით, სუფთა წარსულით და  ნათელი მომავლის ხედვით.

ჩვენ ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევისწავლეთ და გავაანალიზეთ ყველა ის პრობლემა და სირთულე, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. შევხვდით ამ ქვეყნის ათიათასობით მოქალაქეს; ადამიანებს, რომლებიც საკუთარი დაუღალავი შრომით ქმნიან საქართველოს მომავალს, ზრდიან შვილებს. ოკუპირებული ქვეყნის . საზღვრისპირა სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში, ხელისუფლებისგან მიტოვებულები, იცავენ ქართულ მიწას და მიუხედავად ყველა სირთულისა, არ ტოვებენ მამაპაპისეულ სახლ-კარს. ამ ადამიანებთან ურთიერთობამ, მათთვის ხელის ჩამორთმევამ, მათ თვალებში დანახულმა სითბომ და ქვეყნის სიყვარულმა მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მოგვცა ძალაძალა ბრძოლისა, რომელსაც დღესაც ვაგრძელებთ და არ გავჩერდებით, ვიდრე ეს ბრძოლა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გამარჯვებით არ დასრულდება

ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, შევქმენით ყველაზე მასშტაბური ხედვალელოს ახალი მარშალის გეგმასაქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა. ამ პროგრამაში არ დარჩენილა საკითხი, რომელიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად არ განგვიხილავს; არ დარჩენილა რეგიონი, რომლის კლასტერულ განვითარებაზე არ გვიფიქრია. არ დარჩენილა ადამიანთა ჯგუფი, რომელთა კეთილდღეობაზეც არ გვიმსჯელია. ახალ მარშალის გეგმას ნამდვილად შეუძლია საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა და განვითარების სრულიად ახალ რელსებზე დაყენება.

როგორც ნაპოლეონს უთქვამს, სიტყვაშეუძლებელსმხოლოდ სულელების ლექსიკონში თუ იპოვით. ჩვენ კი ძალიან ძლიერი, პროფესიონალი და ჭკვიანი ადამიანების გუნდი გვყავს. „ლელოსთვისნამდვილად არაფერია შეუძლებელი.

ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ: ბრძოლა ათასგვარ ბინძურ ბრალდებასა და ცილისწამებასთან გვიწევდა. ხელისუფლება ორკესტრირებულად გვიტევდა, ყოველდღიურად გვატარებდა სასამართლო პროცესებზე და შეთითხნილი საქმის გამო საპატიმროთი გვემუქრებოდა, თუმცა ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებდით და ტყუილს სიმართლით ვუპირისპირდებოდით, სწორედ ეს დააფასა ქართველმა ხალხმა

არჩევნების დღეს, როდესაცოცნებამამომრჩევლის ხმები მოიპარა, როდესაც ადამიანებს ყველაზე მთავარიარჩევანის უფლება წაართვა, “ლელომყველაზე მტკიცე პოზიცია დაიკავა და უარი უთხრა გაყალბებულ არჩევნებს, უარი უთხრა არალეგიტიმურ პარლამენტს, უარი უთხრა მატყუარა და ხმების ქურდ ხელისუფლებასთან კოლაბორაციას.

ჩვენი პოლიტიკური ნათლობა უკვე შედგა! „ლელოუკვე ერთი წლისაა. ყველას გილოცავთ! გილოცავთ, რომ ამ გზაზე ახლა უფრო გაზრდილი, უფრო მტკიცე და უფრო ძლიერები ვდგავართ, რათა შევასრულოთ ის მთავარი, რაც საქართველოს ჰიმნში ერთად გავაჟღერეთდიდება თავისუფლებას!

ვიდრე ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იბრძოლებს თავისუფლებისთვის! თითოეული ადამიანის ხმისთვის! თითოეული ადამიანის უფლებისთვის! იქამდე საქართველო ივლის წინ!

მე, მამუკა ხაზარაძე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – „ლელოგააგრძელებს სამართლიან პოლიტიკურ ბრძოლას და ის, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი და მართალი ძალა ჩვენს გახლეჩილ, პოლარიზებულ და ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში, ახალი, მძლავრი ალტერნატივა იქნება. იქნება ადამიანების გამაერთიანებელი, იქნება ახალი საზოგადოებრივი მიზიდულობის და პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი.

ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი იარაღი სიმართლეა, ჩვენი საქმესაქართველოა!“ – აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია