მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საერთაშორისო პარტნიორების წინაშე კიდევ ერთხელ ავხდით ფარდას ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების ვითომდა პროდასავლურობას - ანრი ოხანაშვილი - 23 დეკემბერი 2020

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნოს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას დათანხმდება, კანონპროექტის მეორე მოსმენა მხოლოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ გაიმართება.

„ვინაიდან, მთავარი ამოცანაა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და ყველა დაინტერესებულ პირს ამ პროცესში მონაწილეობის საშუალება მიეცეს, მზაობა გამოვთქვით, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავგზავნოთ და მეორე მოსმენა შემდეგ გავაგრძელოთ. ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას არ ადგენს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკეთებს რეკომენდაციებს.

ვთვლით, რომ ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისი და სამართლიანი პროექტი, საბიუჯეტო სუბსიდირების მიზნობრიობაზე გათვლილი. თუ რაღაც რესურსია იმის, რომ კონსესუსის საფუძველზე შევთანხმდეთ, ეს პროექტი გავგზავნოთ და ამის სურვილი არის? – ვკითხოთ ოპონენტებს, დაინტერესებულ პირებს. თუ ამის რესურსი იქნება, ამის მზაობას გამოვთქვამთ. ეს არის ტაქტიკური წინსვლა, ვინაიდან ოპონენტები ახლა აღმოჩნდებიან უხერხულ მდგომარეობაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისი პროექტი და მათ მოუწევთ ვენეციის კომისიის დალოდება. ვნახოთ, რა შეფასებებს გააკეთებენ.

შეიძლება ეს იდეა არ მოეწონოთ, რადგან რეკომენდაცია ხაზს გაუსვამს მათ გადაფარვის მცდელობას, რომ თითქოს ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში არიან. საერთაშორისო პარტნიორების წინაშე კიდევ ერთხელ ავხდით ფარდას ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების ვითომდა პროდასავლურობას. საზოგადოებას მათ რეალურ სახეს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ისინი დემოკრატიულ პროცესში არ მონაწილეობენ. ხომ დაობდნენ იმაზე, რომ როგორ შეიძლება, დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი კანონის მიღებაო და ვნახოთ, რამდენად დაეთანხმებიან იმას, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავგზავნოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

საერთაშორისო პარტნიორების შეხედულება მათ იციან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამიტომ თუნდაც შიდა ვაჭრობისთვის არ გამოვა, რადგან ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კონსენსუსი უკვე გვაქვს, რომლებიც ეხება პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არმინიჭებას – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.

საუბარია ინიციატივაზე, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც ერთს საუბრობს, როგორც სამართლებრივ ჩარჩოში არსებული ადამიანი, რომელიც გაცდენილია ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს, მას არ გააჩნია პოლიტიკური ლიდერშიფი, მის გარშემო ყველა ადამიანი არის ერთი, ესენი არიან ერთი ადამიანის გზავნილების გამტარებელი, ბიძინა ივანიშვილის იდეოლოგები.

ფაქტია, რომ ძალიან რეპრესიული კანონები დააანონსეს, მათ შორის რეგისტრაციიდან ჩახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ასეთი შინაარსობრივი სახე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეხედულება მათ იციან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამიტომ ეს თუნდაც შიდა ვაჭრობისთვის არ გამოვა, რადგან ჩვენ ჩვენი კონსენსუსი უკვე გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, საკითხებთან, რომლებიც ეხება სწორედ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არმინიჭებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი:

უტყვი დუმილით თუ მდუმარე წაქეზებით, ნუ მოუსპობთ ამ ქვეყანას განვითარების შანსს!

განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილის საყურადღებოდ ვამბობ, რომელიც საკუთარი გულგრილობით თუ პოლიტიკისგან განზე დგომით, ხელისუფლებას დაუსჯელობის სინდრომს უღვივებს; მათიც, ვინცოცნებასხმას ნაციონალებისრევანშის შიშით აძლევს - თქვენ ეს ერთხელ უკვე გამოსცადეთ, ნუ შექმნით თქვენივე დათრგუნვის და თქვენზე ძალადობის იარაღს. და აი რატომ: თქვენს მიერ ხმამიცემული ძალის ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე წლის წინ ამბობდა - კრიმინალთან ბრძოლის დროს თუ ბეწვის ხიდზე არ გაიარე, თავად შენ, ხელისუფალი გახდები მონსტრიო. თუ ერთხელ დაუშვი ძალის გადამეტება, მერე თვითკონტროლის სადავეები ხელიდან გეცლება და აღმოაჩენ რომ შენს მსხვერპლთა შორის უდანაშაულო ადამიანებიც არიან და თვალსა და ხელს შუა წაგშლია ზღვარი დამნაშავესა და უდანაშაულოს შორისო.

ჰოდა, მინდა გთხოვოთ, განსაკუთრებით თქვენ იყავით ფხიზლად, რადგანოცნებაახლა სწორედ ამ ზღვარს ლახავს და თუ თქვენც არ აღუდექით წინ ამას და იმით დაიმშვიდეთ თავი, რომ დღეს ის თქვენთვის არასასურველ ოპოზიციას აკრძალავს, შეუწყვეტს დაფინანსებას, ხვალ ოპოზიციურ მედიას შეზღუდავს, რომელიც თქვენ შეიძლება დღეს ძალიან გაღიზიანებდეთ, მაგრამ ხვალ თქვენივე დამცავი ერთადერთი ფარი შეიძლება აღმოჩნდეს, მალე მის მსხვერპლთა რიგებს თქვენც შეუერთდებით. მინდა დაინახოთ, რომ დღეს თქვენს თავისუფლებას ჩვენივე საზოგადოების ოპოზიციური ნაწილი იცავს. როგორც კი მათ გატეხავენ, თქვენთვის მოიცლიან.

ამიტომ, განსაკუთრებით მინდა თქვენ გთხოვოთ: ვისაც რევანშის და ტერორის დაბრუნების ეშინია, ვინც ეს თავის თავზე გამოსცადა. შეიძლება არ მოგწონდეთ არსებული ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ ნუ დაკეტავთ სივრცეს თავისუფლებისთვის, ნუ წაართმევთ ცვლილებების შანსს ახალ ძალებს, ახალ თაობებს, ნუ შეუწყობთ ხელს საქართველოში შიშის ტერორის დამკვიდრებას.

ისეთ გლობალურ ცვლილებებში შევდივართ, როცა ქვეყანას მართლაც სჭირდება მრავალპარტიული მთავრობა და პარლამენტი იმისათვის, რომ ჯერ გადავრჩეთ და მერე გავძლიერდეთ. მეც თქვენთან ერთად მივეცი ხმა 2012-ში შიშის დასრულებას და ახლაც იმავეს მოგიწოდებთ: ჩვენი, საზოგადოების დაყოფის და ერთმანეთზე წაკიდების და გათითოკაცების ხარჯზე, ამჯერად უკვე ოცნებამიექანება შიშის დიქტატურისკენ.

არ მოგწონთ არსებული ოპოზიცია, პოლიტიკური სპექტრი?! შევქმნათ ახალი, ოღონდ ამ ქვეყანას სიძულვილის, გაუტანლობის, დაუნდობლობისთვის ნუ გავწირავთ, ჩვენს განსხვავებულად მოფიქრალ მეზობელში, თანამშრომელსა თუ უბრალოდ, თანამოქალაქეში მტერს კი ნუ დავინახავთ, არამედ ადამიანს, რომელიც ჩვენს გვერდით გაიზარდა, ჩვენს გვერდით შრომობს და ჩვენთან ერთად ცდილობს გადარჩეს.

როგორადაც არ უნდა გვიჭირდეს ამის დანახვა, ჩვენი ერთი ბედით ვართ დაკავშირებულნი, ამიტომაც არსებული სირთულეებიდან თავის დაღწევა არა - ერთმანეთის ხარჯზე, არამედ მხოლოდ ერთად შეგვიძლია! ვირუსი, შიმშილი და გაჭირვება არ არჩევს მეოცნებეს“, „ნაციონალს“, „ლელოელსთუ გირჩელს“, მხოლოდ ერთად შევძლებთ არა- გაჭირვებამ, არამედ გამარჯვებამ გაგვაერთიანოს!“ - წერს ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია