მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შალვა ნადირაძე - პანდემიის წინააღმდეგ მთავარი წამალი ჯანსაღი ცხოვრების წესია - 10 ივნისი 2021

საჭიროა ღია სივრცეში მეტი მოძრაობა, სიარული, რბენა, რათა გააქტიურდეს მთელი სასუნთქი სისტემა, ფილტვები

ufleba.ge

კოვიდპანდემიამ სპორტულ სამყაროსაც დიდი პრობლემები შეუქმნა. აქტიურ ადამიანებს ხომ ყველაზე მეტად უჭირთ საკარანტინო რეჟიმში იძულებითი გადასვლა. მაინც რამდენად მნიშვნელოვანია ფიზკულტურა, სპორტი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში?

ამ თემაზე "ufleba.ge" ვეტერან მძლეოსანს, საფეხბურთო კლუბგაგრასფიზიკური მომზადების მწვრთნელს, შალვა ნადირაძეს ესაუბრება. 

- ბატონო შალვა, რა შედეგების წინაშე დაგაყენათ შარშან დაწყებულმა პანდემიამ?

- გასული წლის პანდემიის შედეგები ჩვენი საფეხბურთო გუნდისთვის არცთუ სახარბიელო გამოდგა. კლუბის ყველა წევრი თამაშის წინ ტესტს იღებდა. პირველი ორი ტესტის შემდეგ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა; გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად და დავით ყიფიანის სახელობის თასის მოსაგებად ემზადებოდა.

მაგრამ თბილისური გვიანი შემოდგომის ცივმა ამინდებმა და წვიმებმა, გაციების გამო  უამრავი ფეხბურთელი გამოგვაკლო; რადგან გაციებულ ორგანიზმს კოვიდის ვირუსი ადვილად ერევა, მთელი გუნდი 15-დღიან კარანტინში მოხვდა.

მხოლოდ ორდღიანი ვარჯიშის შემდეგ გუნდმა თასის ფინალი ითამაშა. დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ.

გადაღლილმა გუნდმა უკვე მეოთხე დღეს ითამაშა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი თამაში ქუთაისის ტორპედოსთან, სადაც ორი მატჩის ჯამში დავმარცხდით. წარუმატებლობა ყველაფერი კოვიდის პირდაპირი შედეგი იყო.

ეს ხდება იმ ფონზე, როცაგაგრამსათასო შეხვედრებიდან გამოთიშა უძლიერესი გუნდები: ბათუმისდინამო“, გორისდილადა საბურთალოს გუნდი.

- ზოგადად სპორტული სამყარო რა რეალობის პირისპირ აღმოჩნდა?

- პანდემიამ თითქმის ყველას მძიმე დარტყმა მიაყენა. უამრავი ისეთი შეჯიბრება გადაიდო, სადაც მასობრივი მონაწილეობა იყო გათვალისწინებული. გუნდურ თამაშებს დარბაზებში, სტადიონებზე მაყურებელი მოაკლდა, შეუმცირდათ დაფინანსება.

- რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, სპორტი ავადობის წინააღმდეგ ბრძოლაში?

- პანდემიის წინააღმდეგ მთავარი წამალია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ასევე შეძლებისდაგვარად კვება ნატურალური პროდუქტებით.

საჭიროა ღია სივრცეში მეტი მოძრაობა, სიარული, რბენა, რათა გააქტიურდეს მთელი სასუნთქი სისტემა, ფილტვები.

პირადად ჩემი და საახლობლოს გამოცდილებით, ძალიან კარგ შედეგებს იძლევა სოდიანი თბილი წყლის გამოვლება ყელსა და ცხვირის ნესტოებში.

ვინც ფიზკულტურას არ მისდევს, უფრო მეტად მართებს გამოიჩინოს სიფრთხილე და შეასრულოს გამოცდილი ექიმების რეკომენდაციები.

- როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა?

- ვირუს გადატანილმა ადამიანებმაც იგივე მკაცრი რეჟიმით უნდა გააგრძელონ ცხოვრება, რადგან მობრუნების საშიშროება ისევ არსებობს. კოვიდი სწორედ გაციებულ ორგანიზმში აქტიურდება.

- ჩვენი ჯანდაცვის სისტემა რამდენად მდგრადი აღმოჩნდა პანდემიაზე საპასუხოდ?

- ერთ ასპექტზე გავამახვილებდი ყურადღებას. რაღაც ეტაპზე ინტერნეტში გამოჩნდა ჯანდაცვის მინისტრის მოწოდება, რომელიც ჭარბწონიან ადამიანებს ურჩევს ივარჯიშონ.

სარბენი ბილიკების მქონე სტადიონებია ის ადგილები, სადაც რეალურად (მასობრივად)  ვარჯიში არის შესაძლებელი. მარტო თბილისში, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებამ ხუთ სტადიონზე დაანგრია ასეთი ბილიკები.

დანარჩენი კი, მომდევნო ხელისუფლებებმა 9 სტადიონზე მოშალეს. ერთადერთი ბილიკები გადარჩადინამოს თბილისისსტადიონზე, სადაც 1995-წლიდან სავარჯიშოდ სპორტსმენებსაც არ უშვებენ.

ხელისუფლებამ გაყიდა და დაანგრია თბილისელთა ერთადერთი მასობრივი ჯანმრთელობის კერაიპოდრომიც“.

გარდა თბილისისა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარბენი ბილიკები დაანგრიეს რუსთავის, ქუთაისის, წყალტუბოს, ზუგდიდისა და ბათუმის ცენტრალურ სტადიონებზეც.

სტადიონების ნგრევასთან ერთად დაინგრა ჯანმრთელობის მოყვარული ადამიანების სიმრთელეც. მათი რაოდენობა სტადიონებზე, დილიდან საღამომდე უთვალავი იყო.

ხაზს ვუსვამ, რომ აღნიშნული სტადიონები დაანგრიეს გადაჯიშებულმა, გადაგვარებულმა საქართველოს მოქალაქეებმა. ისინი არ დაუნგრევია უცხო ქვეყნიდან მოსულ ვიღაცგადამთიელებს“.

საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ეს დანაშაული განეკუთვნებადივერსიას“, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პატიმრობით ისჯება.

- ორი სიტყვაგაგრისგეგმებზეც გვითხარით.

- რაც შეეხება ჩვენი გუნდის მომავალს, ვემზადებით სათასო შეხვედრისათვის ქობულეთისშუქურასთან“, ევროპა ლიგისათვის და უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის.

ფეხბურთელებმა გაითვალისწინეს შარშანდელი გამოცდილება კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში და მკაცრი რეჟიმით ცხოვრობენ.

ბოლოს შეუძლებელია არ აღვნიშნო ფაქტი, როდესაც პანდემიის პერიოდში რაიონის გამგეობები საკვები პროდუქტებით ეხმარებოდნენ გაჭირვებულ მოსახლეობას. ჩვენ ყველას ურთიერთთანადგომაც გადაგვარჩენს და სწორ გზაზე დაგვაყენებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია