მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ აღმოფხვრას უსამართლობა და მისცეს კუთვნილი ბინები კორპუსში დარჩენილ ადამიანებს - პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ - 13 ივნისი 2021

დროას დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ და ზუგდიდში მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს.

სახელმწიფო ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩის 175-ში, აფხაზეთიდან დევნილ 6 ოჯახს ეუბნება, რომ ისინი ვერ მიიღებენ ბინებს, რადგან ვიზიტისას დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს სახლებში არ დახვდნენ.

ავარიულ შენობაში, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია, დევნილთა 14 ოჯახი წლების მანძილზე ცხოვრობდა და ელოდა განსახლებას. 2020 წლის დეკემბერში კორპუსში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები შევიდნენ, რათა აღერიცხათ ვის ეკუთვნოდა განსახლება და ბინით დაკმაყოფილება.

ისინი შეხვდნენ კორპუსში მცხოვრებ 8 ოჯახს, ხოლო დანარჩენი 6 ოჯახიდან ადგილზე არავინ იმყოფებოდა. სააგენტომ 8 ოჯახი დააკმაყოფილა ბინით, ხოლო იმ 6 ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ ისინი საერთოდ არ ცხოვრობენ ამ შენობაში და, შესაბამისად, საცხოვრებელ ფართსაც ვერ მიიღებენ.

ამჟამად ოფიციალურად ითვლება, რომ თამარ მეფის 175 ნომრიდან დევნილთა განსახლების პროცესი დასრულდა და შენობა დახურულია, მაგრამ რეალურად იქ კიდევ ცხოვრობს 6 ოჯახი, რომელსაც სახელმწიფო არ აღიარებს.

ჩვენ, პოლიტიკური მოძრაობადროადა აფხაზეთიდან დევნილი 6 ოჯახი მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს და დევნილთა სააგენტოს დაუყოვნებლივ აღმოფხვრას უსამართლობა და მისცეს კუთვნილი ბინები კორპუსში დარჩენილ ადამიანებს.

უკვე გვქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან და იმედი გვაქვს, მალე შეძლებენ  პრობლემის მოგვარებას“, - აღნიშნულია „დროას“ განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია