მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 936 პაციენტი - 14 ივნისი 2021

საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 936 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 442 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 216, „პისიარ“ ტესტით – 5 226.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,3 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 354 276 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 340 328 გამოჯანმრთელდა, 5 060 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 207 470 ადამიანი, დღიურად აცრილია 728.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 175 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 596 პირი.

გუშინ, 13 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 074 პაციენტი, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

"სინოვაკის" ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე დღეიდან განახლდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

1-ელ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოვაკის" ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა.

საქართველოში "სინოვაკის" 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 - ნათქვამია განცხადებაში.

NCDC-ის  ინფორმაციით, "სინოვაკის" მეორე დოზა პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში კეთდება. "სინოვაკის" ვაქცინა ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული პრეპარატია.

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია