მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დღეს ვნახეთ საზოგადოებრივი დაპირისპირება, ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა - სალომე ზურაბიშვილი - 05 ივლისი 2021

საქართველოს პრეზიდენტმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამკურნალოდ გადაყვანილ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.

„მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა. ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა.

ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება – ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ, აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლების გადამღებ ჯგუფებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ. ჟურნალისტები ადგილიდან საპატრულო პოლიციამ განარიდა.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.

წყარო: პირველი არხი

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია