მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მედიაორგანიზაციები „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ - 11 ივლისი 2021

მედიაორგანიზაციები „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

მიმართავს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმე გამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.

2021 წლის 5 ივლისს  ღირსების მარშისწინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის წარმომადგენლების დასაცავად. არასაკმარისი საპოლიციო ძალები არ იღებდნენ ზომებს ჟურნალისტების დასაცავად. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედღირსების მარშისორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე.

5 ივლისს, შსს- ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანიაპირველისოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მედიის წარმომადგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის  საქმიანობის ხელშეშლის და  ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე“, – აღნიშნულია მიმართვაში.

განცხადებაზე ხელმომწერები არიან:

მთავარი არხი

ფორმულა

რუსთავი 2

ტაბულა

იმედი

კავკასია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო

TV პირველი

TV 25

ექსპრესნიუსი

ფაქსინტერნიუსი

არტარეა TV

სტუდია მონიტორი

რადიო ჯორჯიან თაიმსი

ფაქტ-მეტრი

რადიო მწვანე ტალღა

AT.ge

მედიის განვითარების ფონდი

Border Zone

()იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი

რადიო აფხაზეთის ხმა

რადიო დარდიმანდი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი

9მედია ჰოლდინგი ჰერეთი: რადიო ჰერეთი FM102.8, რადიო თბილისი FM93.5, რადიო ციტრუსი FM97.3

რადიო ძველი ქალაქი

საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი ტელეკომპანია ახალი OC Media

ეკო-ფაქტი

რადიო ჰოლდინგი ფორტუნა

SOVA

ბათუმელები

Newsreport

On.ge

ნეტგაზეთი

InterPressNews.ge

ბლოგისოცრეაქტივი

TSpress.ge

რადიო ათინათი

Metronome.ge

პუბლიკა

Civil.ge

ინტერნიუსი-საქართველო

Media.ge

openrustavi.ge

პალიტრანიუსი; რადიო პალიტრა

რადიო მარნეული

Euronews Georgia

FirstNews.ge

Kutaisi Today

Speqtri.ge

CNews

მედიაჰოლდინგი ,,ქრონიკა+”

Droa.ge

accentnews.ge

Popmusic.ge

Popsport.com

მედიის უფლებები

ufleba.ge

Gurianews.ge

Tok TV

ჟურნალისტიკის რესუსრს ცენტრი

აგრო გარემო TV

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

რადიო მწვანე ტალღა

რადიო იმედი

JAMNews

კომერსანტი

Reginfo.ge

DailyInfo.ge

FrontNews.ge

iFact

Ipress.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია