მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საჭირო შეთანხმება, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში - მამუკა ხაზარაძე - 19 ივლისი 2021

,,ლელოს" ლიდერის შეთავაზება ოპოზიციურ პარტიებს. მამუკა ხაზარაძე კოლეგებს მოუწოდებს, შექმნან დიდი კოალიცია და წარადგინონ ჩრდილოვანი კაბინეტი, სადაც, მისი თქმით, ,,ნაცმოძრაობამ" ძალოვანი მინისტრები არ უნდა წარადგინოს.

„ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად.

უკვე დღეს საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.

დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში,

ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან,

თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ,,ოცნების" ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია