მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვინ ისარგებლებს სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამით - ეკონომიკის სამინისტრო - 02 აგვისტო 2021

საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები.

პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს:

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე ასაკის შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ შესაძენი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზემათ შეეძლებათ მე-4 და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში ხელმეორედ ისარგებლონ პროგრამით და შესაბამისად, რამდენჯერმე შეძლონ ახალი, მაქსიმუმ 200 000 ლარიანი სესხის აღება.

მთავრობის ახალ ინიციატივას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

 

პოპულარული სტატიები
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია