მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არავის ახარებს, უსაქმურად დარჩენაც გამოსავალი არ არის“ - 19 აგვისტო 2021

აქ ერთეულები მილიონებს შოულობენ და კეთილი ინებონ რაღაც ნაწილი წარმოების გამართულობაზე დახარჯონ“

დაახლოებით ორი წლის წინ, თბილისის სარკინიგზო სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით ბოლნისის დაბა კაზრეთში ნაცნობისთვის გავატანე. მას აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. 

ახლა ისევ დავურეკე და ვკითხე, ბოლო ორი წლის მანძილზე მცირედ მაინც თუ შეიცვალა, გაუმჯობესდა კაზრეთის ეკოლოგიური მდგომარეობა-მეთქი. კვლევებით დადგენილია, რომ სამთო-მომპოვებელი (ღია წესით) საბადოების გამო, დაბა და მთელი შემოგარენი კიბოს გავრცელების მხრივ ლიდერია ქვეყანაში. დოდო - (მისივე თხოვნით, ზუსტ ვინაობას არ ვასახელებთ) მიპასუხა, რომ არაფერი შეცვლილა; ლამის ყოველ მესამე-მეოთხე ქალს მკერდის სიმსივნე აქვს ან ელოდება მსგავს (სიმსივნე, ლეიკემია, სისხლძარღვოვანი, სახსრები და . .) უბედურებას.

სწორედ ამის გამო დაბაში (თუ გაიკითხავთ) ერთ-ერთი მოთხოვნადია ირმის რქა, რადგან სჯერათ, რომ მძიმე გართულებებს მისი საშუალებით გაუმკლავდებიან. რეალობას ირმის რქის დაფშვნა, თაფლში არევა და მიღება რამდენად უშველის, ცალკე განხილვის საკითხია იმ ფონზე, როცა ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება მწვავე პრობლემის აღიარებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს. ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როცა ქართულ სახელმწიფოს ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერით  ვალდებულება აქვს აღებული, რომ ქვეყანაში მოქალაქეს ჯანსაღ გარემოში ცხოვრება გარანტირებული უნდა ჰქონდეს.  

კაზრეთში უმუშევრად დარჩენის შიშით პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან, მაგრამ ჭირს ბოლომდე ვერ მალავენ.

დოდო :

- სიმსივნის (სხვა დაავადებების) გავრცელება აქ წლების განმავლობაში ჩვეულებრივი ამბავი გახდა და საშველი არ ჩანს. შორს წასვლა არცაა საჭირო, ჩემი საშუალო ასაკის და ამ ავადმყოფობით გარდაიცვალა. დასამალი რა არის? - მეც მაქვს მკერდზე ვერაგი დაავადების ნიშნები (. . კვანძები). ამის გამო ექიმთან, მისივე რეკომენდაციით, პერიოდულ შემოწმებას გავდივარ. შეიძლება, ვიღაცამ არც დაგვიჯეროს, აქაური ქალების უმეტესობას უკვე გვეშინია, რომ, ადრე თუ გვიან, სიმსივნე ჩვენც დაგვემართება. ამას დაბაში არსებული სამწუხარო სტატისტიკაც ხელს უწყობს. ვისაც ეს ეხება, დროზე უნდა მოგვხედოს, რათა ეს დაძაბულ-ნერვული ფონი მაინც მოიხსნას. ხომ იცით, შიშს რამხელა თვალები აქვს?

- პრობლემიდან რეალური გამოსავალი სად არის?

- ადგილობრივი მოსახლეობა დიდი გამოწვევის წინაშეა. ადამიანები ღიად საუბარს ერიდებიან, რადგანარემჯირეგიონში ძირითადი დამსაქმებელია. მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არავის ახარებს, მაგრამ უსაქმურად დარჩენაც გამოსავალი არ არის. ვიღაცას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ სიმსივნეს ირმის რქა შველის. ამის გამო დაბაში მასზე დიდი მოთხოვნაა. პირადად მეც ბათუმიდან ახლობლებმა მატარებლით გამომიგზავნეს. დაფშვნილს თაფლში ვურევთ და ისე ვიღებთ. ყველასგან მიტოვებულებს ამ გზით გადარჩენის იმედი გვასულდგმულებს.

- რამდენადაც მახსოვს, ერთ პერიოდი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობდნენ კაზრეთის ეკოლოგიის დასაცავად...

- დიახ, სამწუხაროდ მათ წინააღმდეგ ისევ ადგილობრივმა მოსახლეობის ნაწილმა გაილაშქრა, რადგან ყველას ისევ და ისევ სამუშაოს, ოჯახის საარსებო წყაროს დაკარგვა აშინებს. აქ ხომ ლამის ერთადერთი დამსაქმებელი კომპანიაარემჯია“, თავის დროზე დაბაც ამ წარმოების გვერდზე გაშენდა. იმ ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები აქ წესიერად აღარც გამოჩენილან. მოკლედ, ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა, ოჯახის საარსებო ხელფასსა და შერყეულ ჯანმრთელობას შორის.      

- ამ პრობლემას რა ეშველება?

- ისევ სახელმწიფომ უნდა მოსთხოვს კომპანიის ხელმძღვანელობას, რომ დაიცვას საშიში წარმოების ელემენტარული წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავა წლები და გენოციდს დაემსგავსება ეს ყველაფერი. ჩვენმა სახელმწიფომ, მთავრობამ თუ არ მოითხოვა, ჩვენ აქ რიგითი მოქალაქეები დიდს ვერაფერს გავხდებით; აგერ არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევასაც სასურველი შედეგი ვერ მოაქვს. აქ ერთეულები მილიონებს (მილიარდებს თუ არა) შოულობენ და კეთილი ინებონ რაღაც ნაწილი წარმოების გამართულობაზე დახარჯონ, რათა დაბა, ჩვენი რეგიონი ყოველდღიურად არ იწამლებოდეს, ადამიანებს ნაადრევად არ ისტუმრებდეს.

პირადად მე უკვე დავიღალე ბოლნისსა თუ თბილისში ექიმებთან სიარულით. ხან მკერდზე კვანძები, ხან ჩიყვი, რომელი ერთი დაავადება ჩამოვთვალო. ახლაც თოდუას კლინიკაში მელოდებიან მორიგი (აუცილებელი) შემოწმების გასავლელად. როგორ შეიძლება ასე მუდმივ შიშსა და გაუგებრობაში ცხოვრება. ამიტომ ისევ ჩვენმა მთავრობამ უნდა მოგვხედოს, თორემ აქ ჩანს მალე მომჩივანიც ბევრი არავინ დარჩება.  

კომპანიაარემჯისოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მედიაჰოლდინგჯორჯიან თაიმსისბიზნეს რეიტინგის 21-   დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. წელს ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრანპრის მფლობელი  კომპანიაარემჯიგახდა.

გრანპრისთან ერთად, ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზეარემჯიმდამატებით სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს ნომინაციებია:  სამთო წარმოების ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის, გარდამავალი ჯილდობოლნური მეღვინეობის მხარდაჭერისთვის და ღონისძიებაზე ფარული კენჭის ყრის შედეგად გამოვლენილი მედიის რჩეული კომპანიის  ჯილდო.

სამთო წარმოების ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის ჯილდო კომპანიის წარმოების დირექტორს კობა მენაბდიშვილს გადაეცა. მისი თქმით, 2017 წლიდანარემჯიშიდაწყებულია წარმოების სრული გადაიარაღება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება.

ვფიქრობ, ჯილდო ტექნიკური მოდერნიზაციისთვის იყო დროული, რადგან ამ მიმართულებით ჩვენ მე-4 წელია აქტიურად ვმუშაობთ. გარემოს დაცვასთან და შრომის უსაფრთხოებასთან ერთად, ჩვენი პრიორიტეტია წარმოების განახლება და მისი გადაიარაღება. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნული ჯილდო, ჩვენ გუნდს გაუჩენს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ დაწყებული საქმე  დროულად და ხარისხიანად შევასრულოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჯილდოს უკან,  დგანან ჩვენი კომპანიის თანამშრომლები.  ადამიანები, რომლებსაც  მინდა გადავუხადო დიდი მადლობა და გავუზიარო ჩვენი  წარმატება. „ – განაცხადა კობა მენაბდიშვილმა.

ამაღლებული განწყობა გვაქვს, ძალიან გახარებულები ვართ. ძალიან მოულოდნელად დავჯილდოვდით ისეთ ნომინაციებში, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ვფიქრობ, ბიზნესისათვის ასეთი სახის დაჯილდოებები ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს როგორც საქართველო, ასევე, მთელი მსოფლიო ვიმყოფებით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეტაპზე, ამიტომ მსგავსი სტიმულის მომცემი ღონისძიებები ნამდვილად მისასალმებელია“ – განაცხადა კომპანიაარემჯისკორპორაციული დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილმა.

ხოლო კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამაში (2018-2021) ვკითხულობთ:

„2017 წელსარემჯიმდაამტკიცა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტი. კომპანია სამთო მოპოვებით სამუშაოების წარმოებისა და წიაღისეულის გადამუშავებისას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. კომპანია იღებს ვალდებულებას შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო თანამშრომლების, კონტრაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - კარგი იქნება, თუ ამ სიტყვებს რეალური საქმე მოჰყვება. დრო არ იცდის, როცა პრობლემა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეეხება. 

წყარო: "გზა" 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია