მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში - 25 აგვისტო 2021

 

ანუ, რამდენად „წმინდა საქმეა ალპური მათხოვრობა“ 

გელა მამულაშვილი

პანდემიის მორიგი ტალღის მიუხედავად, დედაქალაქში მოწყალების მთხოვნელთა რაოდენობაც სულ უფრო მატულობს. ვაკის მარტო ერთ პატარა მონაკვეთში, სამების ეკლესიიდან გალაკტიონის ძეგლამდე იმდენი მათხოვარიმუშაობს“, მაჩვენებელი გინესის რეკორდების წიგნში შევიდოდა, ვინმეს ეს ინფორმაცია რომ მიეწოდებინა. ჩვენმა სახელმწიფომ სამი ათწლეულის მანძილზე იმასაც ვერ მიაღწია, რომ ადამიანებს არსებობის პურის საშოვნელად ჰაერში ხელის გაწვდენა არ სჭირდებოდეთ.

მოგეხსენებათ გავრცელებული ფრაზა - საბჭოთა საქართველოში მათხოვარს ვერ ნახავდითო. ასეც იყო, რის გამოც ახლანდელი მდგომარეობა ლამის ჯოჯოხეთურად აღიქმება. ვინ როგორ ებრძვის ამღირსების შემლახავპრობლემას - თუ ლუკაშენკოს ბელარუსში მთხოვნელებიბუნებრივად არ არსებობენ“, მეზობელმა აზერბაიჯანმა მათი ქუჩაში გამოსვლა კანონით აკრძალა.

90-იანების დასაწყისიდან, .. ველურმა კაპიტალიზმმა დიდი სოციალური უთანასწორობა გამოიწვია. წუთისოფლის რადიკალურ ცვლილებას ყველამ თვალი ვერ გაუსწორა და ფსკერზე აღმოჩნდა. ადამიანებს ინსტინქტი უკარნახებდა, რომ ბიბლიურიითხოვე და მოგეცემასთვისმიემართა. თბილისის მეტროს ვაგონები ლამის გადავსებულია მთხოვნელებით. განსაკუთრებით თვალშისაცემი და მტკივნეული მცირეწლოვნების მათხოვრობაა. რა კრეატივს აღარ იგონებენ ამ გზაზე, სიმღერა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა უკვე გუშინდელი დღეა.

ცალკე კატეგორიაა .. ყუთიანი მთხოვნელები. ალბათ არავინ იცის მათთვისშეწევნარეალობაში საით მიემართება. ამ დროს, მათზე ისეთი გულგამგმირავი განცხადებებია (ასეთივე ფოტოებით), რომ ქვა უნდა გქონდეს გულში, არ გამოეხმაურო. ან როგორ უნდა შეგროვდეს რთული ოპერაციებისთვის ან პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის აქ ფული? საინტერესოა, ვინმეს ეს საკითხი შესწავლილი აქვს?

ასევე, ხიდებზე და ზედ ქუჩებზე მხვდება ეკლესიის ფორმის რკინის ყუთები ნაცნობი წარწერით - შეეწიეთ! აქაც სრულიად გაუგებარია, ვის ან რას უნდა შეეწიო? ერთგან ისიც წავიკითხე - სულიერებას შეეწიეთო. ვინმე ახსნის მოკვდავის ენაზე, რას გულისხმობენ? ოსტაპ ბენდერის ფრაზა მახსენდება -  "წინდა საქმეა ალპური მათხოვრობაო",  რუსული დემოკრატიის მამასთან ერთად საქართველოს სამხედრო გზაზე რომ მორიგპადაიტესამხეცებს.   

ვაკეში, .. პიქსელის მოპირდაპირე მხარეს, მაღაზიასაბვეისწინ 5-6 წლის გოგონა გამვლელებისგან დახმარებას ითხოვს. მზე სულ უფრო აჭერს და ბავშვს სახეზე ეტყობა, გაძლებაზეა. მეზობლად ბანკში სასწრაფო საქმე მაქვს და შევრბივარ, გამოვალ თუ არა ვიკითხავ, აქ ვინ მოიყვანა-მეთქი. როგორც ყოველთვის, ბანკში ვიჭედები, 15-20 წუთის მერე მთხოვნელი აღარ მხვდება. გული მწყდება, კოორდინატს მაინც ჩავიწერდი და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს დავუკავშირდებოდი.

იქვე მიწისქვეშა გვირაბის თავზე, მზესუმზირას გამყიდველ ქალბატონს ვეკითხები, - ეს ბავშვი საით წავიდა-მეთქი. - გვირაბის მეორე ბოლოში დედამისი მათხოვრობს და ხანდახან მასთან გარბისო. მეც გავრბივარ და იქაც აღარ მხვდება, ვბრუნდები ბებოსთან, - რამე კოორდინატი ხომარ გაქვთ ამ ადამიანების-მეთქი. - არაო.

- თავი გაანებე, ეგენი ხომ ბოშები არიან და მათი საქმე მათხოვრობაა, სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლიათ. თუ რამე დახმარება შეგიძლია, აგერ ამ ყავარჯნიან კაცს დაეხმარე, დილიდან საღამომდე რომ აქ ზის და პატრონი არ ჰყავს, - მაინც ვერ გავიგე, იმ ულამაზეს ბავშვს რატომ არ შეეძლო დილიდან საღამომდე ქუჩაში მათხოვრობის გარეშე ცხოვრება?

ყოფილი მეცხრე საავადმყოფოს ეზოში ბოშების საზოგადოება მხვდება. მათგან ყველაზე უფროსი (სრულწლოვანი) ბიჭი წინ გადმოდის და რიხით, - დამეხმარეო! ძალიან მეჩქარება და მასთან შესაყოვნებლადაც კი არ მცალია, გვერდს ვუქცევ. ამ დროს, თურმე სად ხარ და ასევე ხმამაღლა მადევნებს, - შე, მათხოვაროო. მოჩქარეს მოუგვიანდესო და... ძალაუნებურად წარსულ სიჩაუქეს ვიხსენებ, სანამ ეზოს კუთხეში ხელებაწეული პატიებას არ მთხოვს.  

ვაკეში, გალაკტიონის ქანდაკების წინშაოსანიქალბატონი .. (სახელები შეცვლილია) ითხოვს თითქმის ყოველდღე მოწყალებას. მწველი მზისგან თავს ქოლგით იფარავს. პენსიონერი მეგონა და თავიდან ვკითხე, სახელმწიფოსგან რამე დახმარებას არ იღებთ-მეთქი? - 55 წლის ქალი სულ დავბერდი, აგერ თმები სულ გაჭაღარავებული მაქვსო, - მეპასუხება:

ქმარი ადრევე დამეღუპა. ბიჭი წლების წინ ავარიაში მოჰყვა, სამკურნალოდ ბინა (ნაძალადევში) იპოთეკაში ჩავდე და დავკარგე. ახლა ქირით ვცხოვრობ და თვეში 230 ლარს ვიხდი. აქ ჯერ ყიფშიძის დასაწყისში, გზის პირას დავდექი, იქიდან მაღალმა ქალმა გამომაგდო. მერე აქ გვირაბის თავთან მოვედი. უკვე მიცნობენ და მეხმარებიან. ზოგი ხურდას მაძლევს, ზოგი მაკარონს, ბრინჯს და .. ვის რა შეუძლია. სახლშიც წამომყვნენ და ჩემი გაჭირვებული ყოფა ადგილზე ნახეს. ერთმა ღვთისნიერმა კაცმა მთელი თვის ქირის ფულიც კი გადამიხადა. აქ 10-12 ლარი გამომდის და ბედს არ ვემდური“.

მიწისქვეშა გადასასვლელის მეორე ბოლოში . . კიბეებზე ითხოვს მოწყალებას. შემომჩივის, რომ სახელმწიფო მარტო სოციალურად დაუცველის თანხით ეხმარება, რაც მის ოთხსულიან ოჯახს საარსებოდ არ ყოფნის. ადრე მისი მეუღლე და შვილებიც მოდიოდნენ სათხოვნელად, მერე სახელმწიფო სამსახურებმა აუკრძალეს:

ცოტ-ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ფიზიკურად ვერ ვმუშაობ. აქ უკმაყოფილო არ ვარ, ბევრმა იცის ჩემი მდგომარეობა და მეხმარებიან. უფასო სასადილოში არ დავდივარ, რადგან იქაურ საჭმელებს ჩემი ოჯახის წევრები ვერ მიირთმევენ. იქ მარტო ჩემთვის ხომ არ ვივლი“.

პროსპექტზე ჯან ღონით სავსე, მაგრამ დაფეთებული ახალგაზრდა კაცი მხვდება, - ძმაო, ბავშვი საოპერაციოდ მიწევს საავადმყოფოში, წამლისთვის ფული მაკლდება, ლარით ვერ დამეხმარებიო. ეშმაკსაც წაუღია გაღლეტილ ჯიბეში რის ვაი-ვაგლახით შემორჩენილი ლარიანი, რადგან ამის გამგონეს ტირილი მინდება. ჯიბეს ვფხეკ და ვაწვდი ლარიანს, მადლობასაც არ მეუბნება, ისე გარბის შემდეგისკენ, - ლამისაა გზად გულმხურვალე ლოცვაც დავადევნო.

გადის რამდენიმე დღე და ეს გახვითქული კაცი იგივე ტექსტით მხვდება, ლარიანი აღარ მაქვს და უარის თქმა მიწევს სინდისის ქენჯნით. რა ვქნა, ფეხით სიარული მიყვარს და ეს კაცი კიდევ მხვდება თვეების მერე ქუჩაში და ისევმწოლიარებავშვისოპერაციისთვის ემზადება“. ნიხრიც იგივეა, ლარი, ძმაო! კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ილფი და პეტროვის გმირი მარადიული, საზღვრების გარეშეა.

ზურაბ . სამებასთან ითხოვს მოწყალებას. ამაზე, მამაოსგან კურთხევაც აქვს მიღებული. სამაგიეროდ, ეკლესიური სანქცია არ აქვს დალევაზე, რომელიც ცოდვა გამხელილი სჯობს და უყვარს. ლამის ყოველი დღე ისე მთავრდება, რომ მოგროვილი თანხა მორიგ ლოთაობას ხმარდება. ასეთ დროს, ცოტა არ იყოს, დაუმორჩილებელი მორჩილი ხდება და საკუთარ თავსვე უტეხს ხოლმე არასასურველ ამბებს. სულიერ მამებს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ და ლოცვადარიგებას არ აკლებენ. მას სულიერად ავადმყოფი შვილი ჰყავს და თანადგომას საჭიროებს.

ზურაბს მერიის მიერ ჭავჭავაძეზე დადგმული ახალი სკამებიც კარგად მოუხდა. ყოველ მიმწუხრს სამების წინა შავ სკამზე სხვადასხვა პოზებში სძინავს მშფოთვარეს. გუშინ ჩამოვიარე და რაღაც ახალი მოეგონებინა - სავალი გზისკენ ზურგმიქცეულს მარჯვენა ფეხი საზურგეზე ზემოდან გადაეგდო, ეტყობა დროებითი სიმშვიდე ამ გზითღა მოეპოვებინა. სხვა დროს ასეთ სარისკოებს ნაკლებად სჩადის ხოლმე. ამას კიდევ არა უშავს, თქვენ სხვა ახალი სკამები უნდა ნახოთ, რომლის კიდეებიც უკვე დანებით დაჭრილია. ჩანს, ვიღაცები სხვაგასართობსვერაფრით ნახულობენ.

აგროჰაბისწინ მოწყალების მთხოვნელი ქალბატონი შუშანა მთელი დღე გამვლელ-გამვლელ მოქალაქეებთან ურთიერთობითაც არ იღლება. იმ დღეს მობილურში საათის გასწორება მთხოვა და, - მე სულ მათხოვარი კი არ ვიყავი, ადამიანებთან სჯა-ბაასი, ურთიერთობა მიყვარსო. აღარ მიკითხავს, ადრე რას საქმიანობდა, მეჩქარებოდა და აღარ გამიშვებდა, თავისთან დამიტოვებდა. ლამის ყველა იცნობს აქ შემომსვლელს, ვინც ეტყვის ნაღდი ფული არ მაქვსო, - მაშინ შიგნიდან რამე მიყიდე შენებურად, შენ კი გენაცვალეო. ხშირად ყიდულობენ კიდეც.

იმასაც დაკვირვებული ვარ, მისი საუბარი ხშირად პატრიოტიზმის გარშემო ტრიალებს, ჩვენს უნიკალურობაზე, უცხოელთა ჩამორჩენილობაზე და მისთ. ერთია, რომ დღისითსამებისშესასვლელში ითხოვს შემწეობას, ხოლო დაღამების შემდეგაგროჰაბისშესასვლელთან გადადის. იქ ხშირად მინახავს უცხოელებიც ეხმარებიან, მაგრამ შუშანასმათი ენისარაფერი ესმის და არც სჭირდება.

ზუსტად მოპირდაპირე მხარეს ევროკავშირის ახალი ოფისის წინ ასაკოვანი ქალები და კაცები მოწყალებას არ ითხოვენ, მაგრამ ყოველდღიურად სტაბილურად მიტინგობენ და საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენას ითხოვენ. თაკარა სიცხის მიუხედავად, მთელი დღე მხურვალე გამოსვლებში ერთმანეთს ცვლიან. მათი ხმა მეგაფონში არემარეს ავსებს და ხანდახან იქვე მთხოვნელების კრულვასაც იწვევს; მათი თხოვნის ხმა იხშობა და გამვლელებს გასაჭირს ვეღარ აგონებენ. 30-წლიანი სტაჟის მქონე მომიტინგეებს ეს ნაკლებად აღელვებთ და სასტუმროში განთავსებულ ევროკავშირის ოფისს უხსნიან ამ ქვეყნის ბოლო 30-წლიან, კანონგარეშე ისტორიას. იქვე პატრულის ორი თანამშრომელი მთელი დღე წესრიგს იცავს მოწყენილი.  

ამ მცირელირიკული გადახვევის შემდეგ, ისევ ჩვენსცხვრებსდავუბრუნდეთ.

ჩვენებური სტატისტიკაა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი  სოციალურად დაუცველის სტატუსს ითხოვს. მთავრობამ ეფემერულ წარმატებებზე ხმამაღალი განცხადებების მაგივრად, ყოველდღიურად და მუხლჩაუხრელად სიღატაკის შემცირებაზე უნდა იზრუნოს. როგორც საყოველთაო ჯანდაცვის (დაზღვევის) პროგრამა უამრავი ადამიანის ფიზიკურად გადარჩენას უტოლდებოდა, ასეთივე ქმედითი პროგრამა უნდა შეიქმნას და, რაც მთავარია, რეალურად განხორციელდეს. ამ გზით არანაკლები ჩვენი თანამოქალაქის ფიზიკური ხსნა მოხერხდება.

თბილისის მერიის განკარგულებით, მოწყალების მთხოვნელებს არ აქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიწისქვეშა გადასასვლელებშიმუშაობისუფლება. ამავე დროს, შეუძლებელია მარტო კანონით და სამართალდამცველებით დაარეგულირო აღნიშნული სფერო. პირველ რიგში, ქვეყანაში სიღარიბე უნდა შემცირდეს. ადამიანები იმ ოდენობის სოციალურ დახმარებას მაინც უნდა იღებდნენ, რომ ქუჩაში დგომა არ დასჭირდეთ. ნებისმიერი მთავრობისთვის და საზოგადოებისთვის ეს ელემენტარული პრესტიჟის საქმე უნდა იყოს. 

წყარო: "გზა"

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია