მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე - არასამთავრობო ორგანიზაციები - 31 აგვისტო 2021

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტის საკითხს განცხადებით ეხმაურებიან. წერენ, რომ მასზე უარის თქმა საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარილებაა.

ხელმომწერი ორგანიზაციები წერენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს.

"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს  ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, და მათ შორის სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, მის საერთაშორისო რეპუტაციას,  და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

დემოკრატ მესხთა კავშირი

პრემირემინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარებისგან მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს. მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს, ის ამტკიცებს, რომ ქვეყანამ ეტაპობრივად ვალის შემცირება დაიწყო.

ამავე თემაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის დახმარებას "ფინანსური დატვირვთა არ აქვს", რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.

ცნობისთვის, დახმარების მისაღებად ხელისუფლებას რეფორმები როგორც ფინანსური მმართველობის გაუმჯობესების, ისე მართლმსაჯულების მიმართულებით უნდა გაეტარებინა. რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ 23 აგვისტოს, ტვიტერზე დაწერა.

წყარო: „მთავარი არხი“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია