მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადასამოწმებლად ამომრჩევლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს - 01 სექტემბერი 2021

ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადასამოწმებლად ცესკო ამომრჩევლებს არაერთ სერვისს სთავაზობს. ამომრჩეველს შეუძლია გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე cesko.ge რისთვისაც შესაბამის ველში ამომრჩეველმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოს მისი და მისი ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოს საარჩევნო უბნის მისამართი.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველს შეუძლია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურისა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ინფორმირების კამპანიის ვესაუბრებით ამომრჩევლებს ფარგლებში საჯარო შეხვედრებს მართავენ და ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების გადამოწმებაში ეხმარებიან. საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალი გაავრცელებს შესაბამის საინფორმაციო ფლაერებს.

მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველს უფლება აქვს მოითხოვოს სიებში ცვლილების შეტანა, რისთვისაც მან, არაუგვიანეს 14 სექტემბრისა, უნდა მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას, ან სახელმწიფო  სერვისების განვითარების სააგენტოს, ან დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო ცენტრს შემდეგ ნომერზე - 2 51 00 51“, - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.   

https://www.youtube.com/watch?v=6NUo0rK3KKo&feature=emb_logo

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია