მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა დაასრულებს სამშენებლო ქაოსს - 28 ოქტომბერი 2021

„ბიჭო, სადმე დიდ სალაფავს როცა ნახავს, კარგად შეჭამს და გაძღება, მერე გარბის და თავისი თანატომელები მოყავს, რომ ისინიც დაანაყროსო“

ufleba.ge

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევით დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ქაოსური სამშენებლო პროცესის შედეგი. საყრდენი კედლების გამოცლა, კორპუსის სარდაფების ამოთხრა თუ უკანონო მიშენებები მთელ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა. ამ უბედურებას ემატება გრანდიოზული მშენებლობები ისეთ ადგილებში, სადაც შესაფერისი გრუნტი უბრალოდ არ არსებობს.

არჩევნებამდე ყიფშიძის ქუჩის დასაწყისში ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, სადაც გრანდიოზული მშენებლობა გააპროტესტეს. მსუყედეველოპერულ ბიზნესსსაერთოდ არ აღელვებს ამგვარი გამოსვლები; აგრძელებს მოქმედებას პრინციპით - „ძაღლი ყეფეს, ქარავანი მიდის“.     

საქმე იმაშია, დაახლოებით 2000-იანი წლების დასაწყისში, თბილისში, ყიფშიძის ქუჩის მარჯვენა კიდიდან ვერასკენ ჩასახვევში კორპუსის მშენებლობა დაიწყეს. მერე ვიღაც კეთილისმყოფელმა აუხსნა, რომ ამ ადგილას გრუნტი არანაირად არ ვარგოდა და კომპანიაც გაჩერდა.

ვისაც ამ ტერიტორიაზე ერთხელ მაინც გაუვლია, ადვილად მიხვდება, რომ დანაშაულია აქ ქვემოთ მშენებლობის წამოწყება. ჯერ ხომ ათწლეულების განმავლობაში აქ საკანალიზაციო წყლები (ლამის მცირე მდინარეები) იღვრებოდა; მერეც, 13-14 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, რამდენადაც ცნობილია, ხეობაში საერთოდ აიკრძალა დეველოპერების საქმიანობა.

მაგრამ დიდ ფულს ჩვენნაირგარდამავალ“ (თუ გადარეულ) ქვეყანაში წინ რა დაუდგება? ჰოდა, ერთი წლის წინ, ერთ-ერთმა ცნობილმა სამშენებლო კომპანიამ (სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებთ, დაინტერესებული მკითხველი ადვილად გაარკვევს) თავისი ტექნიკა მოაყენა და ზუსტად იმავე ადგილას მიწის გამაყრუებელი ბურღვა დაიწყო.

იქვე მცხოვრებლებმა ჯერ იფიქრეს, რომ ყველა აკრძალვის (დაწერილის და დაუწერლის) გათვალისწინებით, კომპანია შედარებით პატარა, მსუბუქ კონსტრუქციას მაინც დადგამდა (ვთქვათ რესტორანს) და ამით უამრავ დარღვევათა ნემსის ყუნწშიც გაძვრებოდა.

ნურას უკაცრავად! მალევე გაირკვა, რომ არც მეტი არც ნაკლები 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაეწყოთ.

მაინც რაჩალიჩაუნდა იყო ტიპი აქ შემოძვრე და ყველანაირი კანონის, სამართლიანობის, წესრიგის ფეხქვეშ გაგდებით უზარმაზარიმახინადადგა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ლამის მთელი ყიფშიძის დასაწყისს ბლოკადაში აქცევს. იქვე კორპუსებში მცხოვრებნი საბურთალოს, ჩიქოვანის ქუჩის (ყოფილი ხილიანი) გავლით ჰორიზონტზე გლდანის მომიჯნავე გორებსაც კი ხედავდნენ; დღეს უკვე რამდენიმე ამოშენებული სართულით ეს სივრცე სამუდამოდ წაშლილია ადამიანებისთვის.

აი, ანგლობასაც რამე საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს, ჰა?! მილიონი ადგილია გარეუბნებში, წადი და იქ ააშენე, ორი კაპიკით ნაკლები იშოვე და ადამიანებს ელემენტარული სუნთქვის საშუალება დაუტოვე, რაც სულ უფრო ჭირს ამ ქალაქში.

ან ქალაქის ხელმძღვანელობა სად იყო იმ დროს, როცა ამ წარმოუდგენელ ადგილზე უზარმაზარი მშენებლობის ნებართვას გასცემდა? ნუთუ ჩვენი პასუხისმგებელი ჩინოვნიკები ამ დროს კანონის მოთხოვნებიდან და ადამიანის უფლებებიდან ხელმძღვანელობდნენ? მეტი არაა ჩემი მტერი!

ახლა ვინ მეტყვის, რომ ყოფილი მეცხრე საავადმყოფოს ეზო-ყურე დედაქალაქის ბუნებრივ მემკვიდრეობას არ შეადგენდა? ამაზეც სათანადოპასუხი გაგვცეს“, როდესაც ბოლო წლებში დაცულ ტერიტორიას ჩვენს თვალწინ დედა უტირეს. „მეცხრესჯერ ნაძვებითა და ფიჭვებით გაძეძგილი ეზო ჩამოაჭრეს და მერე უკვე გამზირის მხარეც სრულად აითვისეს.

საავადმყოფოს სამედიცინო საქმიანობას არ უხილავს იმდენი უბედურება, რაც აქ ახალი დროების მშენებლების ხელში დატრიალდა. დღეს აქ ბალახიანი კი არა, ასფალტიანი მიწაც აღარ არის, ყველგან ბეტონის კოლოფებია გამოჭიმული. საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტს დაემსგავსა აქაურობა. ვინმემ ჰკითხა მეზობლებს ლანდშაფტის ასე გადაგვარებაზე?

ხე აღარ დარჩა ამ დალოცვილ მიწაზე, სადაც ადრე სიმწვანეში ფრინველთა გაბმული ღუღუნი ისმოდა. აქაურობის გაცამტვერების უკეთეს ხერხს ვერავინ მოიფიქრებდა. სადაც ბეტონის კედლები არ დგას, სანაგვედ არის გადაქცეული, დღეს იქ უბრალო გავლაც სახიფათოა.

კლინიკის ეზოში პატარა სტადიონი რის ვაი-ვაგლახით დროებას და მის პირმშო დეველოპერებს წლებია, როგორღაც უძლებდა. ირგვლივ გაჩაღებულ საგიჟეთში ის რჩებოდა ოაზისად, სადაც უბნელები მინი-ფეხბურთს თამაშობდნენ, ზოგიც სასეირნოდ გამოდიოდა. მახსოვს, მამა ქალიშვილთან ერთად ჩოგბურთის ბადეს აბამდა შუაში და გულიანად თამაშობდნენ.

ვიღაცამ ამასაც თვალი დაადგა და სტადიონის ადგილზე უზარმაზარი კორპუსის ასაშენებლად ბნელი ორმოც სასწრაფოდ გაითხარა. მეზობლების გაოცებას კი არა, უკვე გაგიჟებას აღარაფერი აკლდა, მაგრამ ჩვენებური კაპიტალიზმის ნაშიერებს ვინ და რა გააჩერებდა? ამ ქვეყანაში რეალურ ხელისუფლებას ხომფულის ტომრებიფლობენ და პრემიერსა თუ მის წინამორბედებს ვინ რას ეკითხება?

გათხარეს ორმო და მისი ცემენტით ამოვსება დაიწყეს... მას მერე ჩემი შორიდან ნაცნობი მამა-შვილი ჩოგბურთის ბადით აღარ გამოჩენილა.

კიდევ კარგი, თავის დროზემეცხრესეზოში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწო. ისევ ღმერთმა გადმოგვხედა უბადრუკებს, თორემ... ასევე, თავის დროზე, ვაკის სამება რომ არ აშენებულიყო, დღეს აქაც ნემსი არ ჩავარდებოდა, როგორც ეს იქვე, გვერდითა ტერიტორიაზე ხდება. ხშირად მიფიქრია, ერთადერთი ძალა, ვინც ველური მშენებლობის აპოლოგეტები გააჩერა, ეკლესიაა. ამ გზით საპატრიარქომ მიწების მცირე მონაკვეთები დაუტოვა თავის მრევლს.

კიდევ რომელი მონაკვეთი უნდა შემოგვიღობონ, დაგვინგრიონ და იქ ბეტონის ხუხულა ჩაგვიდგან, რომ მოთმინების ფიალა აგვევსოს და საკმარისი წინააღმდეგობა გამოვიჩინოთ? ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ, თორემ მალე ეს ქალაქი, განსაკუთრებით მისი ცენტრალური უბნები, ჩერნობილის მოჩვენებათა საცხოვრისს დაემსგავსება, სადაც სულიერის ჭაჭანებაც აღარ იქნება. 

ვაკის პარკის შესასვლელში ერთი ნაძალადეველისტაიანშჩიკიმუშაობს. იმ დღეს მეუბნება, - ძმაო, ზოგიერთი ადამიანისგან განსხვავებით, შენ იცი, ღორსაც გარკვეული მორალი გააჩნიაო. - ასეთი რა მორალია-მეთქი.

- ბიჭო, სადმე დიდ სალაფავს როცა ნახავს, კარგად შეჭამს და გაძღება, მერე გარბის და თავისი თანატომელები მოყავს, რომ ისინიც დაანაყროსო, - მეუბნება და მაჩვენებს იქვე ვაკის პარკის გვერდითა მასიურად გაშლილ მშენებარე კორპუსზე, რომელიც ლამის მთელ დანარჩენ მოსაშვილისა და ფალიაშვილის ქუჩებს პარკისკენ ხედს უქოლავს.

.. თბილისში (მთელ ქვეყანაში) ამგვარ ქაოსურ მშენებლობებს დროულად ბოლო თუ არ მოეღო, ჩვენ ყველა მალე ბეტონის ჯუნგლებში აღმოვჩნდებით (თუ არ ვიმყოფებით უკვე), საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება.    

წყარო: "გზა"

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია