მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მაკო გომური შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩივის - 09 დეკემბერი 2021

ექსპერტმა დაადგინა, რომ მაკო გომურს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აქვს მიღებული“        

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისინფორმაციით, მაკო (მაია) გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. როგორც საია- განცხადებაშია აღნიშნული, იგი სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს- მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მაკომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება. საქმეზე, მოსარჩელის ინიციატივით, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნები.

ამასთან, მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. აღსანიშნავია, რომ საიას 20-21 ივნისს დაზარალებული 8 პირის სახელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე აქვს სარჩელები სასამართლოში წარდგენილი. სხვა დაზარალებულების სახელითაც უახლოეს მომავალში იგეგმება სასამართლოში სარჩელების წარდგენა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მაკო გომურის ადვოკატს, ილონა დიასამიძეს ესაუბრეთ.

- 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად, რამდენიმე ადამიანმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. მათ შორის მაკო (მაია) გომურია, რომელმაც კონკრეტულად თვალი დაკარგა. ანუ, არა მხედველობის შემცირება, მსუბუქი დაზიანება, არამედ ეს ადამიანი თვალის გარეშე დარჩა. რახან ეს ქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაიდინა, სწორედ მის წინააღმდეგ მივმართეთ სარჩელით სასამართლოს და მოვითხოვეთ მორალური ზიანის ანაზღაურება და სარჩოს დაკისრება.

- ეს ყველაფერი მატერიალურად რაში უნდა იყოს გამოხატული?

- ორივე მათგანი თანხაში არის გამოხატული. მაგალითად, მორალური ზიანის ანაზღაურებას ერთჯერადი თანხის ოდენობით ვითხოვთ, რომელიც 500 ათას ლარს შეადგენს. კონკრეტულ დავაში სარჩელის შეტანის ეტაპზე სწორედ ეს თანხა მოვითხოვეთ. რაც შეეხება სარჩოს, სახელმწიფოსგან ვითხოვთ, რომ 2019 წლის ივნისიდან მაკო გომურის სიცოცხლის ბოლომდე სარჩო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს. ეს სარჩო უკვე ყოველთვიური ოდენობით არის განსაზღვრული.

- აქამდე მსგავსი სარჩელით მიმართული რატომ არ ჰქონდა?

- ჩვენ ამ საქმეში 2019 წლიდან ჩართული ვართ და ეს კითხვაც ლეგიტიმურია. მარტივი პასუხი გვაქვს - არ მივმართეთ, რადგან ამ ხნის განმავლობაში ექსპერტიზის დასკვნებს ველოდებოდით; ჩვენი სასარჩელო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აღნიშნული ექსპერტიზის სრული დასკვნები გვჭირდებოდა. თვითონ მოვამზადეთ საკითხები, რომელთა შესწავლაც ექსპერტს ვთხოვეთ. როგორც კი ექსპერტიზის დასკვნები  მივიღეთ, გამზადებული სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ.

- აღნიშნული საექსპერტიზო დასკვნები ხომ არ დაგვიანდა?

- ექსპერტიზის დასკვნები დაგვიანებული არ არის. ისედაც დროში გაწელილი პროცესია, რადგან ექსპერტს ძალიან ბევრი საკითხის შესწავლა ვთხოვეთ.

- იქნებ განმარტოთ, ექსპერტიზის რომელ დასკვნებს ეყრდნობა თქვენი სასარჩელო მოთხოვნები?

- სამი ექსპერტი იყო ჩართული მაკო გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში. კერძოდ, ექსპერტმა შეისწავლა ხანდაზმულობის მიხედვით როდის მოხდა აღნიშნული დაზიანების მიყენება, ანუ პერიოდულობა შეისწავლა. შემდგომ თვალი რა მდგომარეობაშია. მერე ის საკითხი, ყველაზე ცუდი რა სცენარი შეიძლება განვითარდეს.  ასევე, შეისწავლა, რამდენი პროცენტით არის შრომისუნარიანობა შემცირებული; პროთეზის საკითხი, როგორ შეიძლება ეს ამბავი წარიმართოს. თუნდაც რა პერიოდით სჭირდება ამ პროთეზის დამაგრება. ასევე, საფრთხე ელოდება თუ არა დაზარალებულის მეორე თვალს.

სხვადასხვა სახის ექსპერტიზა ზუსტად ამას ნიშნავს, რომ განსხვავებული ცოდნის სპეციალისტები იყვნენ ჩართულები, რომ ეს საკითხები ერთიანად შესწავლილიყო, რაც სარჩელს საფუძვლად დაედებოდა.

- ამ საქმეზე სასამართლოსგან რა გადაწყვეტილებას ელოდებით?

- სახელმწიფოს, შსს- პასუხისმგებლობის აღების ერთ-ერთი რეალური შესაძლებლობა ეძლევა, რომ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი ცნოს და სადავო შემთხვევები არ ჰქონდეს. 

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლოს, ველოდებით, რომ სარჩელს დააკმაყოფილებს. იმდენად რეალური და თვალშისაცემია ყველაფერი, სადავოც არაფერი არის. სასამართლოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩვენ სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო მაინც ცოცხალი ორგანიზმია და შესაბამისად, ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს, მაქსიმალურად გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რაც ამ სარჩელის ფარგლებში გაგვაჩნია.

- საია- 20-21 ივნისის დაზარალებულთა კიდევ რა სარჩელები გაქვთ შეტანილი და ამ მიმართულებით რას გეგმავთ?

- 20-21 ივნისის საქმეზე სასამართლოში კიდევ 8 საქმე გვაქვს შეტანილი, სადაც იგივე დავის საგანი გვაქვს; ვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურებას და სარჩოს დაკისრებას. უბრალოდ, სარჩო ყველა საქმეში მოთხოვნილი არ გვაქვს, მხოლოდ რამდენიმე საქმეზეა.

- გადაიხადა თუ არა ხელისუფლებამ სამართლებრივ-პოლიტიკური ფასი 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევაზე?

- არავითარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღია ხელისუფლებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად. მათი მხრიდან შესაბამის ჩართულობას ადგილი არ აქვს.  იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ამ ბოლო ეტაპზე მატერიალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან არის გაღებული.

- როგორი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე?

- ბევრნაირი შეიძლებოდა ყოფილიყო; როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა აეღოთ, პირდაპირ ეღიარებინათ, რომ მათი არაპროპორციული ქმედებების შედეგად უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა დაზიანდა.

ხაზს ვუსვამთ, სწორედ ექსპერტმა დაადგინა, რომ მაკო გომურის დაზიანებაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას წარმოადგენს.       

წყარო: „გზა“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია