მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არ მსურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი - სალომე ზურაბიშვილი - 21 ნოემბერი 2022

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა, რომ მას არ აქვს ძალაუფლება, შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „მე ეს ძალაუფლება არ მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, „თქვენ შეიძლება, ეს მოითხოვოთ. თქვენ იყავით საგარეო მინისტრი მის ადმინისტრაციაში“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, კანონის თანახმად, შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება, სააკაშვილს კი კვლავ ასამართლებენ.

მე არ მაქვს ეს ძალაუფლება ძალიან მარტივი მიზეზით, მისთვის სასჯელის მისჯის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მას ჯერ კიდევ ასამართლებენ. ასეთი კანონია საქართველოში, რომ შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, „შეიწყალებთ სააკაშვილს, როდესაც ყველაფერი დასრულდება“, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საკმაოდ ვრცლად განმარტა, თუ რატომ არ შეიწყალებს მას.

ეს სხვა საკითხია. მე საკმაოდ ვრცლად ავხსენი საქართველოში, რატომ არ შევიწყალებ მას, რადგანაც ეს არის პოლარიზაციის მთავარი ფაქტორი. მისი რეჟიმის დროს მცხოვრები ოჯახებიდან ერთსაც კი ვერ იპოვით, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ყოფნა. ამიტომ მე არ მინდა, ვიქცე მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად. მეორე მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ სურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას. დღეს საერთაშორისო სამედიცინო გუნდის კიდევ ერთ დასკვნას ველოდებოდი, მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებულა. საჯაროდ ვამბობ საქართველოში, რომ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს, ან არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი, რათა მას მიეცეს საშუალება დამატებითი შემსუბუქების საავადმყოფოში, სადაც ის ექვსი თვეა არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო“: „პირველი არხი“

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია