მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კობა ხაბაზი -,, ქართული ოცნება",,ეფესბე"-ს პროექტია, საფრთხე რეალურია" - 11 ივნისი 2023

,, საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარი ხელისუფლება, რომ ჰყავდეს, არათუ პირდაპირ ფრენებს აღადგენდა რუსეთთან, არამედ მთელ მსოფლიოს პუტინის რუსეთის დასანქცირებას მოსთხოვდა. მოდით, შევხედოთ ვისთან აღვადგინეთ საჰაერო მიმოსვლა და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი. ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს. ქვეყანასთან, რომლის გაცხადებული მიზანიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლა და განადგურებაა. და ვინ უნდა განახორციელოს ფრენები ? ფრენები უნდა განახორციელონ იმ ავიაკომპანიებმა, რომლებსაც აფხაზეთი და სამაჩაბლო თავიანთ რეესტრში მითითებული აქვთ, როგორც ცალკე სახელმწიფოები. ჩვენ მსოფლიოს უნდა ვეხვეწებოდეთ, რომ დაასანქციროს რუსეთი და ის ავიაკომპანიები, რომლებთანაც ფრენის აღდგენას ვაპირებთ. ეს არის კოშმარი, სირცხვილია, ხალხო. და ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არ ჰყავს. საქართველოს ჰყავს პუტინის მიერ დასმული, მარიონეტი ხელისუფლება",- განაცხადა ,, ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, უკრაინაში მებრძოლმა, კობა ხაბაზმა ,, ufleba.ge"-თან საუბრისას. 

კობა ხაბაზის თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოდინება საშიშია.  

,, რაც შეეხება ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, არაფერი იმაზე მეტად საშიში არ არის საქართველოსთვის, როგორც რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება. წარმოიდგინეთ, არავინ იშიფრება, არ ვიცით ვინ შემოდის, ვინ არის ეს ხალხი, რა მიზანი აქვს, რა ამოძრავებს და ა.შ. თუ ჩვენ ამის პარალელურად გავიხსენებთ იმას, რომ ბევრ ადამიანს, რომელიც პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული იყო უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე, მაშინ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ რუსეთის დაკვეთას ასრულებს, ანუ გზას უხსნის იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში შეიძლება გამოყენებულნი იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ. და საერთოდაც ყველა თემაზე ლაპარაკი კარგავს აზრს, თუ გავიაზრებთ ერთ მარტივ რამეს: ეს არის პუტინის მიერ დასმული და მართული ხელისუფლება. ,, ქართული ოცნება" ,,ეფესბე"-ს პროექტია, საფრთხე რეალურია. ესენი გააკეთებენ იმას, რასაც მოსკოვიდან უბრძანებენ, თანაც არ მგონია, რომ პირადად პუტინი ურეკავდეს ვინმეს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უწყებრივი ხელმძღვანელების დონეზე კეთდება, ანუ იგივე თავდაცვის მინისტრი, ან ,, ეფესბეს"-ს ხელმძღვანელი, თუ სხვები ურეკავენ და აძლევენ მითითებებს. და საქართველოს შესაბამისი უწყებები მათი დირექტივებით მოქმედებენ. აი, ამ ნაწილს ერთვის კადიროველებიც. ჩვენ ვერ ვიაზრებთ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. აქ აღარაა საუბარი მაღალჩინოსნებზე, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში, იქეიფეს რესტორანში, ან რაღაც ქორწილი გადაიხადეს და წავიდნენ, აქ საუბარია კადიროველებზე, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან და თავისუფლების მოყვარული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომობენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სანამ საქართველოს არ ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, მანამდე ქვეყანა უდიდესი საფრთხის წინაშე იქნება ",- განაცხადა ხაბაზმა. 

ქეთი ხომერიკი 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია