,,ქართულ ოცნებას" ესმის, რომ მათი ქმედებებით არათუ სადმე ახალ ადგილზე მიგვიღებენ, არამედ იმის მეშინია, სადაც ვართ, იქიდან არ გამოგვაგდონ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას აჩვევენ, თითქოს სხვა არის დამნაშავე, რომ თავად არ ვარგიან,"- ამის შესახებ ,,გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში წევრობას იმსახურებს, თუმცა მთავრობა, საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, არაფერს იმსახურებს.
,,ისე ვექცევით საერთაშორისო პარტნიორებს და ისეთ კანონებს ვიღებთ, ვერავის გაამტყუნებ, საიდანმე რატომ გამომაგდე და არ მიმიღეო. საქართველო ყველაფერს კარგს იმსახურებს, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობასაც, ერთ სულ მოსახლეზე ასი ათას დოლარსაც, მაგრამ თუ ჩვენს მთავრობას შეხედავთ, არაფერს იმსახურებს და გააჩნია, როგორ შეგვამოწმებენ - მთავრობის სიყვარულით თუ ხალხი პატივისცემით",- აღნიშნა იაგ ხვიჩიამ.
წყარო : ,,პირველი არხი"